პოლიტიკური ანეკდოტი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 09.08, 2021 წელი
ანუ თქვენი ხმალი და ჩვენი კისერი
ჯერჯერობით დანამდვილებით ვერ ვიტყვით, გავიდა თუ არა მარილზე „შარლ მიშელის“ დოკუმენტი, თუმცა, რაკი ამ ჩვენს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ანეკდოტური ფრაქციით უკვე გვაქვს (რომლის სახელია „შარლ მიშელის რეფორმათა ჯგუფი“), ანეკდოტებს კი სერიულობა ახასიათებს, ამ ფრაქციის ერთ-ერთი წევრი (გიორგი ვაშაძე) შარლ მიშელს აკრიტიკებს, რის საპასუხოდაც, ერთ-ერთი ექსპერტი იმასაც ამბობს, ხვალ, ალბათ, სახელსაც გადაარქმევენო (რაკი გაკრიტიკება გაუბედესო, დაახლოებით, ისე, კახელი რომ ცოლს საყვარელთან შეუსწრებს და შენ მალე პაპიროზსაც მოწევო, რომ ამუნათებს).
ასეა თუ ისე, ამჯერად ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გვპირდება, რომ საქართველოში მოდის, ოფიციალური მოტივით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც კი სცადა, მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაო. აქეთ კი – აშშ-ის საელჩოა არა მხოლოდ შეშფოთებული, არამედ გაბრაზებულიც. ხოლო, რაკი გაბრაზებულებიც გვინახავს და ჩამოსულებიც, ბოლოს და ბოლოს, თემურ ლენგი გვსტუმრებია 8-ჯერ თავისი ლაშქრით და ამის მიუხედავადაც, ოცდამეერთე საუკუნემდე მოვღანღალდით: ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი, გნებავთ: თქვენი ხმალი და ჩვენი კისერი! -
სიახლეები ამავე კატეგორიიდან