პოლიტიკა

პოლიგონობის მსურველები

№30

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 04.08

ამბები
დაკოპირებულია

დამოკლეს, ანუ ზანგეზურის მახვილი

ზანგეზურის დერეფნის გახსნა-არგახსნის საკითხი დამოკლეს მახვილივით დაეკიდა როგორც შუა დერეფნის, ანუ საქართველოს, ისე, ზოგადად, სამხრეთ კავკასიის თავზე. რატომ? იმიტომ რომ, თურქეთი და აზერბაიჯანი იღვწიან, რომ სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი ეს დერეფანი გამოიყენონ, ერთი მხრივ, ერთმანეთთან დასაკავშირებლად, მეორე მხრივ კი, იმისთვის, რომ ბაქო თავის ავტონომია ნახჭევანს დაუკავშირდეს (თავისთავად საინტერესო ფაქტია, საბჭოთა აზერბაიჯანს, რომელიც სწორედ საბჭოეთში შეიქმნა და დაიბადა, როგორც სახელმწიფო, რატომ აღმოაჩნდა ავტონომია, რომელიც სომხეთის ტერიტორიის იქითაა და, რომელსაც არც კი ესაზღვრება დანარჩენი აზერბაიჯანი, მაგრამ, ეს სულ სხვა საუბრის თემაა). რაც მთავარია, თურქეთიც და აზერბაიჯანიც მიილტვიან იმისკენ, რომ იმ დერეფანში გამავალი ტვირთები არ გააკონტროლოს სომხეთმა, რაზეც სომხეთის ოფიციალური პასუხი უარია, თუმცა რეალურად როგორია, ჩვენ არ ვიცით და არც არავინ გაგვიმხელს.

ამის პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია (ესპანური გამოცემის მეშვეობით), რომ სომხეთმა ზანგეზურის დერეფნის გასაკონტროლებლად ამერიკული სამხედრო ორგანიზაცია მოიწვია (შეგახსენებთ, რომ მანამდე დონალდ ტრამპმა გამოთქვა სურვილი, ასიოდე წლით იჯარით აეღო ზანგეზურის დერეფანი რომელიმე კერძო აშშ-ურ კომპანიას).

ესპანური გაზეთის ინფორმაცია თითქოს ეყრდნობა საიდუმლო მემორანდუმს, გაფორმებულს ერევანს, ბაქოსა და ვაშინგტონს შორის. შესაბამისად, შეთანხმების ფარგლებში, სომხეთის ტერიტორიაზე ამერიკული კერძო სამხედრო კომპანიის 1 000-კაციანი კონტინგენტი განთავსდება და, ასევე, სომხეთში აშშ-ის რეგულარული სამხედრო ნაწილიც დაემატება, რომლებსაც ძალის გამოყენების უფლებამოსილებაც ექნებათო. მიუხედავად ჩემი პატივისცემისა ესპანური მედიისადმი, ვფიქრობ, რომ ეს მოსასინჯი ვერსიაა, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი აზრის შესამზადებლად და, მეორე მხრივ, რეაქციის მოსასინჯად (რა თქმა უნდა, უპირველესად, რუსეთისა და ირანის და, ბუნებრივია, ჩინეთისაც).

ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის პოლიტიკური მოძრაობები, რასაც სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირები აკეთებენ, სამხრეთ კავკასიაში რუსეთისა და ირანის სამხედრო შემოტყუებას წააგავს, ვფიქრობ, უპრიანი იქნება, თუ იმთავითვე გავაფრთხილებთ ჩვენს მეზობლებს (და პირობასაც ჩამოვართმევთ), რომ პოლიგონებად მხოლოდ საკუთარი ტერიტორიები გამოიყენონ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა