ფულის კვალი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 06.01
ანუ გასუსული სუსელი
თუმცა ხმები მანამდეც ვრცელდებოდა, მაგრამ გასული კვირის მიწურულს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალურად გვამცნო, რომ 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი, არც მეტი, არც ნაკლები, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია იყო და ის ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით მართავდა პროცესს.
მოგეხსენებათ, ასევე, დაკავებულია სუსის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი და, იმას გარდა, რომ მას ბრალი ედება კორუფციაში, ამ ამბავში იკვეთება მისი და ოპოზიციის ლიდერების თანამშრომლობის სქემა, ყოველ შემთხვევაში, საგამოძიებო უწყების მტკიცებით. კორუფციის ბრალდებითვეა დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ასევე, „ოცნების“ ხელისუფლებიდან, ჯუანშერ ბურჭულაძე და კორუფციასვე ედავებიან ყოფილ პრემიერ-მინისტრსაც.
ერთი შეხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კორუფცია და ოპოზიციასთან თანამშრომლობა თუ გარიგება გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. თუმცა ყველაზე გამაოგნებელი მაინც გრიგოლ ლილუაშვილის შემთხვევაა (ბოლოს და ბოლოს, სუსის ხელმძღვანელი იყო წლების განმავლობაში) და, ბუნებრივია, იბადება კითხვა, როგორ მოახერხა მან, რომ ეს ამბავი ამდენი ხნის განმავლობაში დაემალა. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, საგამოძიებო უწყების მტკიცებით, სწორედ ამ სქემით ნაშოვნი ფულით ფინანსებოდა ოპოზიციური ტელეარხები, ჩნდება ეჭვი, ეს კვალიც 4 ოქტომბრის მოვლენებისკენ ხომ არ მიდის?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





