პოლიტიკა

ფულის ძალა

№51

ავტორი: ნინო ხაჩიძე 14:23 29.12

ამბები
დაკოპირებულია

ანუ კიკუს გზა

რაკი არაფერია ახალი ამ მზისქვეშეთში, ისე მოხდა, რომ გასულ კვირას საფრანგეთის თავკაცს „მოდელირებული ქრონიკისმაგვარი“ მოუწყვეს. სახელდობრ, გავრცელდა ყალბი ვიდეო, რომ საფრანგეთში, თითქოსდა, გადატრიალება მოხდა მავანი პოლკოვნიკის თაოსნობით.

ემანუელ მაკრონმა „მეტასგან“ ვიდეოს აღება მოითხოვა, მაგრამ ნურას უკაცრავად – ცივი უარი მიიღო. თუმცა, ეს არ არის მთავარი, ჩემი მოკრძალებული აზრით, უფრო მნიშვნელოვანი საფრანგეთის პრეზიდენტის ის განცხადებაა, რის მიხედვითაც, ევროპას რუსეთის პრეზიდენტ ვლ. პუტინთან პირდაპირი დიალოგი მოუწევს (ამ ამბავს Bloomberg-ი გვატყობინებს).

კერძოდ, ემანუელ მაკრონი ბრძანებს (მომყავს ციტატა): „მიმდინარე მოლაპარაკებებში ან მიღწეული იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, ან ვიპოვით გზებს, რომ ევროპელებმა ხელახლა დაიწყონ დიალოგი რუსეთთან – გამჭვირვალობისა და უკრაინასთან თანამშრომლობის გზით. ვლადიმირ პუტინთან საუბარი კვლავ სასარგებლო იქნება.“ და იქვე დასძენს, რომ ევროპელებმა პუტინისკენ სავალი გზები უახლოეს კვირეებში უნდა იპოვონ.

მე არ ვიცი, რას იპოვიან და რას დაკარგავენ ევროპელები (ჯერჯერობით მხოლოდ უკრაინელების დანაკარგები ჩანს და ევროპელების სიბრაზე, რომ ჩვენც არ ავედით ჩვენი ნებით გილიოტინაზე), მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ, ჯერ ერთი, სიმართლე ისევ და ისევ ძალის მხარესაა და, რაც მთავარია, ევროპელები ცდილობენ, მხოლოდ აშშ-მა კი არა, თავადაც იხეირონ მოსალოდნელი სამშვიდობო შეთანხმებით, ვინაიდან გეოპოლიტიკა ჯერჯერობით კვლავ კიკუს გზაზეა: დიახ, ფული და მხოლოდ და მხოლოდ ფული რჩება მთავარ მიზნად და მოტივად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი