პოლიტიკა

პასუხისმგებლობის ხიბლში?!

№38

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 24.09

ამბები
დაკოპირებულია

ანუ პირველი „მწვადი“ და პირველი „ტყვია“

რადგან ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ სცენაზე, თუნდაც, კულისებში დგომა კეთილდღეობის გარანტიაა (და როგორც დამოუკიდებლობის პერიოდში მიღებულმა გამოცდილებამ აჩვენა, ეს ზუსტად ასეა ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც: დემოკრატიულით დაწყებული და ტირანიით დამთავრებული), ყველა მიილტვის ძალაუფლებისკენ: ერთნი შენარჩუნებას ცდილობენ, მეორენი – იქ პირველად ან განმეორებით მოხვედრას (ვინაიდან სკამია ახლა სულზე უტკბესი). შესაბამისად, გამონაკლისი არც საქართველოს პრეზიდენტი ქ-ნი ზურაბიშვილია. მე არ შევუდგები მისი საქმიანობის შეფასებას და არც იმის შესახსენებლად მოვაცდენ მკითხველის ყურადღებას, რაოდენ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა მან პრეზიდენტად არჩევის დღიდან ვადის ამოწურვამდე (სამწუხაროდ, ისევე, როგორც ედუარდ შევარდნაძე დარჩა ბოლომდე სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად, სალომე ზურაბიშვილიც ვერ გასცდა მენტალურად საფრანგეთის საგარეო უწყების თანამშრომელს), მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ, ქ-ნი ზურაბიშვილის განმარტებით, მზადაა, კვლავ იტვირთოს მძიმე ტვირთი და მეორედაც უპრეზიდენტოს ქვეყანას. ხოლო, რაკი ეჭვი მაქვს, რომ პირადად მე და ქ-ნ სალომეს პასუხისმგებლობაზე განსხვავებული წარმოდგენა გვაქვს, მაინც გავიხსენებ პირველკაცობის მძიმე ხვედრს: „ვისაც პირველ მწვადს მიართმევენ, პირველი ტყვიაც მან უნდა გასინჯოს“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა