პოლიტიკა

პარტნიორთა ჭიდილი

№29

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 23.07

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ვის რა შეიძლება, დარჩეს ოხრად?!

სანამ ჩვენ ჩვენი არჩევნების გაგვჭირვებია და არასამთავრობო სექტორი არამც და არამც არ აპირებს, შეასრულოს, მათივე შეფასებით, რუსული კანონი და გააცხადოს დაფინანსების წყაროები (იმიტომ რომ დასავლურ ფულს სუნი არ ასდის), აშშ-ში თავიანთ არჩევნებს დასტირიან (ბაიდენსა და ტრამპს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება), არადა ევროპაშიც ვერა აქვთ საქმე მთლად დალაგებულად (არჩევნების ამბავშიც), The New York Times გვამცნობს, რომ „ნატომ“ უნდა შეწყვიტოს „ევროპის მცველად” ყოფნა.

რატომ? იმიტომ რომ ევროპელებმა თავის თავზე უნდა აიღონ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ თავდაცვაზეო.

ბუნებრივია, ყველამ თავად უნდა იზრუნოს თავის თავდაცვისუნარიანობაზე, თუმცა, ერთი მგლისკენო და თუ გავიხსენებთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ასევე, აშშ-ის გავლენებს უწყობს ხელს, თუნდაც, იმავე ევროპაში, ვფიქრობ, ევროპის დამუნათება გადამეტებულია (იმისდა მიუხედავადაც, რომ „ნატოს“ მთავარი დამფინანსებელი მაინც აშშ-ია და თავად ევროპა, სახელდობრ, ჩვენც, მაინცდამაინც, პარტნიორულად არ გვექცევა).

რა თქმა უნდა, მეტად უცნაურია, რატომ დაიბეჭდა მსგავსი სტატია, მაინცდამაინც, „ნატოს“ საიუბილეო სამიტის წინ და, მაინცდამაინც, The New York Times-ში, რასაკვირველია, უმიზეზოდ არა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, აშკარაა, რომ ჩვენს პარტნიორებს შორისაც მიმდინარეობს დაპირისპირება გავლენებისთვის (ბოლოს და ბოლოს, რუსეთ-უკრაინის ომი ევროპის ცენტრშია, აშშ და რფ კი, დიდი ალბათობით, ყოველთვის შეძლებენ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას, თუ საქმე საქმეზე მიდგა). აქედან გამომდინარე კი, შესაძლოა, ეს ჩვენი კონსტიტუციური ჩანაწერი (ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურაში გაწევრიანებისა და ევროიინტეგრაციის შესახებ) ოხრადაც დაგვრჩეს, გარედან მტერს რომ უბრმავებს თვალს და შიგნიდან – მოყვარეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა