პოლიტიკა

ორნი ძმანი „გირჩელები“

№52

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 29.12, 2020 წელი

გირჩის განცხადება
დაკოპირებულია

ანუ განა ერთი, ორი!

ეს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ისეთი უჩვეულოა, არ გვაწყენს – კორონა რომ კორონაა, მანაც კი ვერ იმოქმედა (ან კი როგორ იმოქმედებდა, როდესაც ღმერთი შტერებს უფრო სწყალობს). ჰოდა – რაკი სწყალობს, ის დღეც დადგა, რომ ვითომ ერთი „გირჩი“ არ გვეყოფოდა, ახლა უკვე ორი გვეყოლება (ძველი და ახალი წლის ამბავში).

 

ეს ამბავი თავად ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ გვამცნო – ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ვქმნი, ოღონდ ძველი სახელითო (ეგ როგორო – არ მკითხოთ, ამდენს ჩემი რუხი ნივთიერება ვერ „ქაჩავს“).

არა მხოლოდ სახელი, ლოგოც იგივე გვექნებაო და, ზედაც, დასძინა, ერთიც ყელში ჰქონდა ამოსული საზოგადოებას, მაგრამ მეორესაც დავამატებთ, სავარაუდოდ – იქნებ, სულაც, ამოგახრჩოთო. მე რომ მკითხოთ, ყველაზე საინტერესო ბ-ნი ზურაბ-გირჩის განმარტების ის ადგილია, სადაც ის ამბობს, „გირჩმა“ აჩვენა, რომ პოლიტიკის სუფთად და წესიერად კეთებაა შესაძლებელიო (განსაკუთრებით, სუფთა, როგორც ჩანს, ისაა, ბავშვთა პორნოგრაფიის ყურებას რომ ნორმად გაასაღებ).

ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ ძველ „გირჩებს“, მაგრამ, რაკი ზურაბ-გირჩი გვპირდება, რომ ორი „გირჩობა“ კონკურენციას შეუწყობს ხელს და პოლიტბაზარზე დარჩება ის, ვინც უფრო ძლიერი აღმოჩნდება, უფასოდ ვთავაზობ იდეას – ვინც უფრო სწრაფად გაბერავს ეკლესიას, გამარჯვებულადაც ის გამოცხადდეს ან, სულაც, ის, ვისაც უფრო მეტი საბავშვო პორნოსთვის უცქერია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა