პოლიტიკა

ორმხრივი ფარისევლობა?!

№13

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 08.04

ამბები
დაკოპირებულია

გზა ომამდე მოკლეა...

მართალია, ჩვენი ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომისადმია მიპყრობილი, შესაბამისად, მოლაპარაკებებისადმი ერ-რიადში, მაგრამ, რაკი ყველას თავისი პეიზაჟი აქვს, ანუ თავისებურადაა უბედური, თქვენს ყურადღებას ჩვენი ტრაგედიებისკენ მივაპყრობ: იმას გარდა, რომ არ გამოგვიძიებია 1992-1993 წლების აფხაზეთში ომის დაწყების მიზეზები, თუნდაც, სამომავლო პრევენციის მიზნით, არც 2008 წლის ომის შესახებ გვაქვს საფუძვლიანი და ობიექტური ინფორმაცია. გასულ კვირას კი დადასტურდა რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის 2008 წლის ივნის-ივლისში მიმოწერის ფაქტი და წერილებიც გამოქვეყნდა. კერძოდ, სააკაშვილის – მედვედევისადმი და მედვედევის – სააკაშვილისადმი. ორივე წერილი კეთილგანწყობილი და კონსტრუქციულია; საკმაოდ ბევრი თემაცაა განხილული და რუსეთისთვის შეთავაზებული, სხვათა შორის, როგორც შემთავაზებელი, ანუ საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი წერდა, რუსეთის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით. კერძოდ, საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნა (მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევანი), საზღვაო მიმოსვლის აღდგენა სოხუმიდან ტრაპზონამდე (სხვა გზებსაც გავხსნი და, თუ საჭიროა, ავაშენებო); დევნილების დაბრუნების საკითხი, ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნა ოჩამჩირესა და გალში. თავის მხრივ, მედვედევი თავს იკავებს ორმხრივი ადმინისტრაციის შექმნისგან (ჯერ ნდობა უნდა აღდგესო) და, ასევე, დევნილების ამ ეტაპზე დაბრუნებისგან (იმავე მიზეზით), თუმცა მზადყოფნას გამოთქვამს შეხვედრისთვის (თუნდაც, 2008 წლის ივლისშივეო).

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო, რაც რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმით დაგვირგვინდა (მოტივით: იძულება მშვიდობისთვის), იბადება ეჭვი: ის ხომ არ მოხდა, რაც 2022 წლის მარტში, როდესაც რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები სტამბოლში შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ შემდეგ კიევმა უარი განაცხადა, მოტივით: ვიომოთ ბოლო უკრაინელამდე?! თუმცა უნდა შევნიშნოთ, რომ, ჩვენს შემთხვევაში, ომი უკვე არც ბოლო ქართველამდე გვინდა და არც ბოლოს გაცილებით წინამდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა