ომს მოწყურებული „ვაცები“?!
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:05

ანუ ოთხთა ჭკუაზე
გასულ კვირას უნგრულ გამოცემასთან („პარტიზანი“) ინტერვიუში გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გაიბრწყინა. კერძოდ, ანგელა მერკელმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მიზეზებზე ისაუბრა და, თქვენ წარმოიდგინეთ, განაცხადა, რომ 2021 წელს ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფო და პოლონეთი ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთთან დიალოგის დაწყების მცდელობას.
მეტიც, მისივე თქმით, სწორედ ამას შეუწყვია ხელი უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებისთვის და იქვე დასძინა, რომ 2021 წელს სწორედ მას ეკუთვნოდა ინიციატივა ევროკავშირსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებების ახალი ფორმატის შექმნის შესახებ, მაგრამ, რაკი ზემონახსენები ოთხნი შეეწინააღმდეგნენ, ხოლო მერკელი დაკავებული პოსტიდან წავიდა, რუსეთმა სპეცოპერაციაც დაიწყო.
ჯერჯერობით არ გვსმენია, რას ამბობენ საპასუხოდ ბალტიისპირელები და პოლონეთი (ეგრეთ წოდებული, განტევების ვაცებად შერჩეულები), თუმცა საეჭვოა, რომ ამ ოთხს იმდენი პოლიტიკური წონა ჰქონოდა, რამე გადაწყვეტილება გაეტანათ, რაც არ სურდა ევროკავშირის ბირთვ სახელმწიფოებს, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს. შესაბამისად, მაინც ვერ შევიტყვეთ (თუ ქ-ნი მერკელის სიტყვები სარწმუნოა ან არ ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას, ესე იგი, მიმდინარე მოვლენებისგან გამიჯვნას), სინამდვილეში, ვინ იდგა იმ გადაწყვეტილების უკან, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დაწყებულიყო (და ამ მოვლენის პოლიტიკური შეფასებისას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვის დაესხა თავს პირველი).
ამის მიუხედავადაც (ბალტიისპირელებსა და პოლონელებს ვინმე აგულიანებდა თუ თავად აქტიურობდნენ და მით უარესი, თუ ევროკავშირმა მათ ჭკუაზე გაიარა), ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, თუ თავადვე აღუდგებიან, უკრაინის შემდეგ, რუსეთის ევროპისკენ აგრესიას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან