პოლიტიკა

ოხრად ალმასები და ალმასები ოხრად

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 27.11, 2023 წელი

ალმასი
დაკოპირებულია

ანუ მეთორმეტე პაკეტი...

შევიტყვეთ, რომ ამერიკულ U.S. News & World Report-ს 6 თვის განმავლობაში კვლევები დაუღალავად უტარებ-ჩაუტარებია, სხვათა შორის, იმის შესახებ, თუ ვის ჰყავს საუკეთესო შეიარაღებული ძალები მსოფლიოში და, ამასთან, რომელია ყველაზე კარგი ქვეყანა იმავე მსოფლიოში.

შესაბამისად, დაუდგენია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ძალების ჩამონათვალი შემდეგნაირია (თუ დგახართ, დაჯექით, თუ ზიხართ, დაწექით): რუსეთი, აშშ, ჩინეთი, ისრაელი, სამხრეთ კორეა, უკრაინა.

ხოლო 87 ქვეყანას შორის საუკეთესო ქვეყნების სამეული კი ასეთნაირია: შვეიცარია, კანადა, შვედეთი (რაკი ესეც გეოპოლიტიკაა, აქვე გეტყვით, რომ რფ 37-ე ადგილას მოხვდა, უკრაინა კი – 68-ზე).

ბუნებრივია, ვერაა კაი ამბავი, თუ რფ-ის არმია მსოფლიოში საუკეთესოა, მეორე მხრივ კი, რეიტინგი იმასაც მიანიშნებს, რომ ერთი საუკეთესო არმია მეორე, ასევე, საუკეთესო არმიას (უკრაინულს) ანადგურებს, იმას გარდა, რომ ეს, ფაქტობრივად, სლავების სასაკლაოცაა. როგორც უნდა იყოს (სლავების ამბავი, უპირველესად, სლავებმა მოჩხრიკონ), ევროკომისიამ ანტირუსული სანქციების მე-12 პაკეტის პროექტი მოამზადა. როგორც ბ-ნი ბორელი განმარტავს, ეს მეთორმეტე პაკეტი მოიცავს სანქციებს ცალკეული პირების წინააღმდეგ, ალმასების იმპორტის აკრძალვას და ღონისძიებებს ნავთობის ზედა ფასის შენარჩუნებისადმი.

ბუნებრივია, სანქციები ჯერჯერობით ძალაში არ შესულა, ვინაიდან ის ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ უნდა მოიწონოს, თუმცა აი, მე ის უფრო მასევდიანებს, როგორ შეელევიან ალმასებს?! ცხადია, იმის პარალელურად, რატომ არავინ გვეუბნება, რა რეალური ზიანი მიაყენა რფ-ს წინა თერთმეტმა პაკეტმა და თუ ვერ მიაყენა, ევროკავშირის რჩეულების მუშაობაც, ჩვენი რჩეულების მსგავსად, ნულოვანი ნიშნულით ხომ არ ფასდება?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა