„ნატო“ VS „ნატო“?!
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00
ანუ დამნებდით
გრენლანდიაზე „ნატოს“ სამხედრო-სადაზვერვო წვრთნები იწყება, მეტად შთამბეჭდავი კოდური სახელწოდებით: „არქტიკული გამძლეობა”. მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, ალიანსის წევრი ქვეყნები მაინცდამაინც დიდ ენთუზიაზმს არ იჩენენ. ზოგიერთი საერთოდაც არ იღებს მონაწილეობას, ზოგიერთნი კი 1-დან, მაქსიმუმ, 15 სამხედროთი იქნებიან წარმოდგენილნი.
სახელდობრ: გერმანიამ 13 სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა, საფრანგეთმა – 15, შვედეთმა – 3, ნორვეგიამ – 2, ხოლო ნიდერლანდებმა და გაერთიანებულმა სამეფომ – არც მეტი, არც ნაკლები, თითო-თითო; დანიამ, ცხადია, ყველაზე მრავალრიცხოვანი. რაც შეეხება აშშ-ს: იქ ისედაც იმყოფება 200 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.
თუ გავითვალისწინებთ, რომ დონალდ ტრამპმა ევროკავშირლებს განუცხადა, რომ, თუ აშშ არ დაიკავებს გრენლანდიას, მას რუსები და ჩინელები დაეპატრონებიან (ამიტომ ჯობია, ისევ მე დამნებდეთ, ორივეს ვჯობივარო), გაუგებარია, ვის უწყობენ სამხედრო წვრთნებს ნატოელები, მაგრამ ცხადია, თავიანთი საქმისა თავად იციან (თუმცა, ვაი რომ, ვეჭვობ, არ იციან).
აი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა (დონალდ ტუსკი) კი განგაშის ზარები დაარისხა: „ნატოს“ ერთი წევრის მეორეზე თავდასხმა სამყაროს დასასრული იქნებაო და დასძინა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპა გრენლანდიის საკითხისადმი ერთიანი დარჩეს. მაგრამ არ აპირებს, გრენლანდიაში გააგზავნოს თავისი სამხედროები.
ბუნებრივია (ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით), რომ არავინ არავის დაესხმება თავს და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრს დონალდ ტრამპი ისევე არ გაიტაცებს, როგორც მადუროს, ოღონდ აშკარაა, რომ ევროპელებს მეტად დიდი წარმოდგენა ჰქონიათ თავიანთ თავზე, თუ „ნატოს“ ერთი წევრის მეორეზე თავდასხმა სამყაროს აღსასრული ჰგონიათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





