პოლიტიკა

მტრების დამეგობრება

№1

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ გეოპოლიტიკის თვალთმაქცობა

მართალია, ერთი შეხედვით, გაუგებარია, რა პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას სომხეთი, რადგან სომხეთის პირველკაცი ლამის ყველა მიმარულებით აქტიურობს, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ერევანი და ბაქო დაუტკბნენ ერთმანეთს (რაც ყველაზე საგულისხმოა, მრავალწლიანი და ფრიად სისხლისმღვრელი ომის შემდეგ), ურთიერთობა ანკარასა და ერევანს შორისაც დათბობა-დატკბობისკენ წავიდა (მას შემდეგ, რაც თურქი ოფიცრები აზერბაიჯანიდან ხელმღვანელობდნენ ყარაბარში ომის მიმდინარეობას).

შესაბამისად, თუკი აქამდე სომხეთი სომეხთა გენოციდის ვერსიას „აწვებოდა“ და ერთ ხანს ამის გამო საფრანგეთსა და თურქეთს შორისაც კი მეტისმეტად დაიძაბა ურთიერთობა, იმის პარალელურად, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვარიც მჭიდროდ იყო ჩარაზული და არც არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობდა, ერდოღანი და ფაშინიანი ერთმანეთსაც შეხვდნენ და მეტიც: თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანკარამ და ერევანმა სავიზო პროცედურებიც გაამარტივეს, ოღონდ ჯერჯერობით მხოლოდ დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის.

ეს შეთანხმება ძალაში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა, ანუ ამიერიდან ზემონახსენები კატეგორია ორივე ქვეყნიდან ელექტრონულ ვიზას უფასოდ აიღებს და ნომერ პირველი თურქი დიპლომატი შენიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სრული ნორმალიზაციისკენ მიდის. თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქეთის სამხედრო მანქანა ასი წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა სამხრეთ კავკასიაში და პირველადვე იხსნება საზღვარი თურქეთსა და სომხეთს შორის, ხოლო მანამდე სომხეთი, გარდა იმისა, რომ თურქეთთან აგრესიულად უბრად იყო, რუსეთის სატელიტად მოიაზრებოდა სამხრეთ კავკასიაში, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მტრობა და მეგობრობა გეოპოლიტიკაში ფრიად პირობითი და ფარისევლური ცნებებია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი