მტერ-მოყვრის ხაფანგში
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

ანუ საითაც გავიქეცი...
მართალია, ჩვენი საზოგადოება გამეცადინებულია უკრაინის გამარჯვებაზე და ნაწილი დარწმუნებულია, რომ უკრაინა, დიახაც რომ, ჩვენთვის იბრძვის; მეორე მხრივ, სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირების მიერ თეთრ სახლში ხელმოწერილი შეთანხმებაც აფორიაქებთ, ჩამოვრჩით მოვლენებსო, მაგრამ, თუ ამას ერდოღანის მოთხოვნას დავამატებთ, დააბრუნეთ თურქებიო, ვფიქრობ, სრული სურათი იკვრება. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი უკრაინაში რუსეთი დამარცხდება, მით უფრო საჭირო გახდება მისთვის ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტორია და იქ განლაგებული სამხედრო ბაზები, ხოლო, თუ მათი განდევნა გვინდა, ცხადია, ჩვენ უნდა ვიომოთ, აი, ჩვენი მოსარევი ძალა კი რფ-ს ყოველთვის დარჩება (სხვა რომ არ იომებს, ვფიქრობ, ამას ყველაზე გონებადაბინდულიც უნდა მიმხვდარიყო უკრაინის ომის მაგალითზე). ოღონდ, თუ ისეთი რომანტიკოსებიც არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის ალიანსი დაგვიცავს, იბადება კითხვა: რისთვის, ჩვენი თუ საკუთარი ბედნიერებისთვის?! შესაბამისად, რაკი მოცემულობაა, საითაც გავიქეცი, იქითაც წავიქეცი, იმას მაინც ვეცადოთ, რომ სწორ მიწაზე კენჭს არ წამოვკრათ საბედისწეროდ ფეხი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან