პოლიტიკა

მოცლილი?!

№52

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 03.01, 2023 წელი

მოცლილი
დაკოპირებულია

ანუ კაცია და გუნება

ამ ჩვენს ქვეყანაში შიდა პოლიტიკური პროცესი იმდენად კომიკურია, თუმცა ტრაგედიის ელფერით (აი, ორი აგური რომ უნდა გვეჭიროს ხელში), რომ გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, რაც ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესზე მოხდა. პირადად მე ბევრს არაფერს ვიტყვი ამ თემაზე, ვინაიდან, თუ ექსპრეზიდენტისთვისაა მისაღები ყველა ხერხი თავისუფლების მისაღებად (ხერხებს აღარ ჩამოვთვლი), ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, მეტად მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ინსტიტუტი და ექს თუ მოქმედი პრეზიდენტების ადეკვატურთან ერთად ღირსეული მოქცევა. ამდენად, მხოლოდ ის მაკვირვებს, ჩემს თანამემამულეებს (ან მის მომხრეებს, ან მის მოწინააღმდეგეებს) რატომ სიამოვნებთ ცნობილი კადრების გაზიარება და გავრცელება (მიუხედავად განსხვავებული მოტივებისა).

თუმცა აღმოჩნდა, რომ პრინციპს, კაცია და გუნება, ვოლოდიმირ ზელენსკიც მისდევს, გაგანია ომის დროს მან იმისთვისაც კი მოიცალა, რომ ჩვენთვის, უფრო ზუსტად, საქართველოს ხელისუფლებისთვის მოემართა, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდო.

„დარწმუნებული ვარ, ყველამ ნახეთ, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, რა მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა... გამოიჩინეთ გულმოწყალება, განსაკუთრებით, ამ წინასაშობაო დროს. ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, ეს არის სისასტიკე. ეს საქართველოს არ შეეფერება… გთხოვთ, გადაიყვანეთ სააკაშვილი თუნდაც უკრაინაში, ევროპის სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკაში. ზუსტად ახლა არის იმის დრო, რომ კეთილი საქმე გააკეთოთ. დიდება უკრაინას!”

მე არ ვიცი, რა არის ბ-ნი ზელენსკის მოტივი, მაგრამ იმის ეჭვი კი მიჩნდება, რომ არა მხოლოდ სამყაროს ჭიპად წარმოუდგენია თავი (პათოსით: „მეფის სიტყვა კანონია“), არამედ, სამწუხაროდ, ცოტა არ იყოს, მოცლილის შთაბეჭდილებასაც ტოვებს...

და, მართლაც, გაძლება უკრაინას!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა