მოთაფლული დათაფლული
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 19.08

ანუ ევროელჩობის ხიბლი
სანამ მსოფლიოში დიდი გეოპოლიტიკური ძვრებია, ზოგან ომია, ზოგან იწყება, ზოგან მთავრდება, მშობლიური პოლიტიკური სპექტრი სულ სხვა პრობლემებითაა გართული და ჩართულიც.
სახელდობრ, ჯინ შაჰინისთვის ქართული დემოკრატია მზია ამაღლობელის გათავისუფლებაზე გადის (მოტივი გასაგებია, ისევ ბნელებად და მეასეხარისხოვან ხორცის მასად განგვიხილავს), ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ რფ-მ საქმე აღძრა უკრაინის ომში მონაწილეობის გამო (კრემლის მანერა არ იცვლება, რომ აქ შუღლი კიდევ უფრო გააღრმაოს), „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ გააფთრებით „ებრძვის“ ოკუპაციას, ცხადია „ოკუპანტისა“ და „რუსული ოცნების“ სკანდირებით, თითქოს ეს აუვნებელყოფდეს ფაქტს, რომ სასულიერო პირების გარდა ცხინვალის შემოგარენში აგვისტოს მზის ქვეშ დაყრილ ჩვენს დაღუპულ სამხედროებს გამომყვანიც კი არ ჰყავდა... ამასობაში კი გაირკვა, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი ბ-ნი ხაზარაძის ცოლისგან ქირაობდა ბინას და, არც მეტი, არც ნაკლები, გამქირავებელი ბიუჯეტში შესაბამის გადასახადს არ იხდიდა.
ბუნებრივია, თანხა არ არის ძალიან დიდი და ისიც საკითხავია, სად მიდიოდა დიპლომატისთვის მისი მთავრობის მიერ გამოყოფილი ფული (რამენაირად გაარკვევენ ამას ელჩი და მისი მთავრობა), მაგრამ, თუ გერმანიის ელჩის აქტივობებს გავიხსენებთ, ჩნდება ეჭვი, რომ მისი მოთაფვლა არც თუ ძვირი ღირებულა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან