პოლიტიკა

მორწმუნეთა სარწმუნოება

№6

ავტორი: „თბილისელები“ 21:01 19.02

მერაბ მამარდაშვილი
დაკოპირებულია

კირკეგორი საკუთარ თავსა და გარშემო მყოფ ადამიანებზე დიდ ექსპერიმენტებს ატარებდა. ზოგჯერ მეტისმეტად ცივი იყო და გონებით მოქმედებდა, მაგრამ ხშირად მისი ცივი ისტერიკის წყალობით, რომლითაც მთელი ცხოვრება გაატარა, მას საგულისხმო დასკვნები გამოჰქონდა თავისი ცხოვრებიდან თუ იმ საგნებიდან, რომლებსაც ეხებოდა. ვის უფრო მეტი შანსი აქვს, რომ ქრისტიანი გახდეს - მას, ვინც მონათლულია თუ მას, ვინც არ არის მონათლული? პროტესტანტული და კათოლიკური რელიგიების თანახმად, არსებობს ეგრეთ წოდებული კონფირმაცია;

თუ არ ვცდები, დაახლოებით 14 წლის ადამიანი ბავშვობაში შესრულებულ ნათლობის აქტს ადასტურებს. ასე ვთქვათ, ნებაყოფლობით (კონფირმაციის აქტს ბავშვი მონათვლის გზით უახლოვდება.). კირკეგორი ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტად მორწმუნეობის უფრო დიდი შანსი აქვს იმ ადამიანებს, რომლებიც მონათლული არ არიან, ვიდრე მათ, ვინც მონათლულია, ვინაიდან მონათლულ ადამიანს აქვს ცოდნა იმის შესახებ, რომ ის მორწმუნეა; ანუ მის გონებაში არსებობს სტერეოტიპი, რომელსაც, როგორც დავრწმუნდით, ცხოვრებისგან ვერ განვასხვავებთ, მხოლოდ არსობრივი, შინაგანი სხვაობაა მათ შორის. ჩვენ ხომ ვიცით, რომ წერტილიდან გარეთ ვერაფერი აღწევს. გარეგნულად ხომ შეუძლებელია ცოცხლის გარჩევა მკვდრისგან. როგორ განვასხვავოთ, ვთქვათ, ფორმალურად ნათქვამი ფრაზა ჭეშმარიტად თქმულისგან, მაგალითად, რელიგიური რწმენის შემთხვევაში, თვით ფრაზის მიხედვით ეს შეუძლებელია. მონათლულ ადამიანს აქვს ცნობიერება, რომ მას მართლა სწამს, რადგანაც გარეგნულ რელიგიურ რიტუალებს ასრულებს. კირკეგორი ამატებს, რომ თითქმის არავითარი შანსი არ არსებობს, რომ ასეთი ადამიანი ქრისტიანი გახდეს. მართალია, გადაჭარბებული და პარადოქსული აზრია, მაგრამ აზრია.

მერაბ მამარდაშვილი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი