პოლიტიკა

„მიწა-ჰაერი“...

№12

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:36

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ნაქიმანდრალი?!

მართალია, თურქეთსა და ირანს უფრო მეტი საერთო პოლიტიკური ინტერესი აქვთ, ვიდრე აშშ-სა და თურქეთს და მით უმეტეს, თურქეთსა და ისრაელს, მაგრამ სწორედ თურქეთშია „ნატოს“ ცნობილი ბაზა – ინჯირლიკი, სადაც, როგორც თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, „ნატო“ კიდევ ერთ საზენიტო-სარაკეტო დანადგარ „პეტრიოტს“ განათავსებს: ის უკვე გზაშიაო.

ამ გადაწყვეტილების მიზანი თეირანის მიერ თურქეთისკენ გაშვებული რამდენიმე ბალისტიკური რაკეტაა, რომლებიც შესაბამისმა სისტემება თურქეთის საჰაერო სივრცემდე მისვლამდე გადაიჭირეს (ყოველ შემთხვევაში, ასე გვარწმუნებენ).

და თუმცა თეირანი უარყოფს მსგავს ფაქტებს და თითს ისრაელისკენ იშვერს, როგორც ჩანს, ანკარას ან უფრო მეტად – ვაშინგტონს თეირანის არ სჯერა (ან არ არის მისთვის ხელსაყრელი, რომ დაიჯეროს) და ამიტომაც თურქეთის საჰაერო სივრცის გამაგრება განიზრახა.

თურქეთის თავდაცვის უწყებას არ დაუკონკრეტებია, რა ეროვნების სამხედროები მოემსახურებიან ზემონახსენებ სისტემას („მიწა-ჰაერი“), რომელიც მოწოდებულია ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გადასაჭერად, თუმცა ინჯირლიკის ბაზაზე მსახურობენ როგორც ამერიკელი და თურქი, ისე ესპანელი, პოლონელი და კატარელი სამხედროები.

სულ თურქეთმა სამჯერ განაცხადა ირანული ბალისტიკური რაკეტების თავდასხმის შესახებ (იმ პერიოდის განმავლობაში. რაც ირანში ომია) და დასძინა, რომ თურქეთი, რომელსაც „ნატოს“ წევრთა შორის სიძლიერით მეორე არმია ჰყავს, იტოვებს უფლებას, უპასუხოს ნებისმიერ მტრულ მოქმედებას მის წინააღმდეგ.

ბუნებრივია, ეს თურქეთის სუვერენული უფლებაა, მაგრამ ფრიად საინტერესო იქნება ანკარის რეაქცია, თუ აღმოჩნდება, რომ ეს ამბავი თელავივის ნაქიმანდრალია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი