პოლიტიკა

მიმსგავსებულები

№13

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 02.04

ამბები
დაკოპირებულია

ანუ საინფორმაციო ჯახი

რაკი საინფორმაციო ომი, ანუ ტვინების გამორეცხვა ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ციფრულ ეპოქაში, ბუნებრივია, უპირატესობაც მას აქვს, ვინც სოციალურ ქსელებს აკონტროლებს. ვინაიდან, ჯერ ერთი, ინფორმაციით (ან დეზინფორმაციით – ეს, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა) ნებისმიერი მიზნის მიღწევაა შესაძლებელი და, რაც მთავარია, ადამიანების მექანიკური თოჯინებივით სამართავად უებრო საშუალებაა, ისევე, როგორც მათზე ნებისმიერი ინფორმაციის მოსაპოვებლად. თან, საამისოდ, სულაც, არ არის აუცილებელი უამრავი კადრის დაქირავება და მათი ხელფასებისთვის ფულის ხარჯვა: ამ საქმეს წარმატებით ართმევს თავს რობოტი, პროგრამა, ანუ ალგორითმი.

შესაბამისად, ფრონტის ამ ფლანგზეც გააფთრებული ჯახია და, რადგან არის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკვე დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რის მიხედვითაც, საძირკველი ჩაეყარა აშშ-ში „ტიკ-ტოკის“ დაბლოკვას (ცნობისთვის: კანონპროექტს მხარი 352-მა კონგრესმენმა დაუჭირა და მხოლოდ 65 აღმოჩნდა წინააღმდეგი). მოვლენები კი (თუ სენატმაც დაუჭირა მხარი აღნიშნულ კანონპროექტს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ხელი მოაწეროს, რათა კანონად იქცეს), ამ კანონით, შემდეგნაირად განვითარდება: „ტიკ-ტოკს“ ხუთიოდე თვე მიეცემა, რომ სრულად ჩამოშორდეს ჩინეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ მშობელ კომპანიას (ByteDance), თუ არადა, აპლიკაცია აშშ-ის ტერიტორიაზე დაიბლოკება. მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია: მსგავსი შეზღუდვები დაუწესდება ყველა იმ აპლიკაციას, რომლებსაც შეიძლება ამ მომენტისთვის დედამიწის კეთროვნებად გამოცხადებულები (ჩინეთი, ირანი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა) აკონტროლებდნენ.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ „გუგლსა“ და/ან „ეიფლს“, მომხმარებლებისთვის მაინც თუ განაგრძობენ ამ აკრძალული აპლიკაციების მიწოდებას მომხმარებლებისთვის, შესაძლოა, ასობით მილიარდის ოდენობის ჯარიმები დაეკისროთ (თითოეულ მომხმარებელზე ჯარიმა 5 000 აშშ დოლარს გულისხმობს). მეორე მხრივ, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ, ეს ნიშნავს, რომ ვაღიარებთ ადამიანის შესაძლებლობებს, გაარჩიოს თეთრი და შავი, მაგრამ, როგორც ზემოხსენებული კანონპროექტიდან იკითხება, მთლად ისეც არ გვაწვიმს ადამიანის უფლებები, როგორც დემოკრატია ქუხს; იმას გარდა, რომ ზემოჩამოთვლილი კეთროვნებად აღიარებულებიც ზუსტად ასე იქცევიან. ანუ დემოკრატია უფრო ემსგავსება, ვიდრე იმსგავსებს მათ?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული