პოლიტიკა

მესანქციე დამგემოვნებლები

№21

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 02.06

ამბები
დაკოპირებულია

ანუ კიტრების ალყაში

თუმცა ცნობილია, რომ პოლონეთი გააფთრებით უპირისპირდება რუსეთის ფედერაციას (და მერე რა, რომ უკრაინული ჯარითა და პოლონური პოლიტგანცხადებებით), გაირკვა, რომ პოლონეთში რუსეთიდან არნახული ოდენობის, არც მეტი, არც ნაკლები, კიტრია შესული.

პოლონური მედია გვამცნობს, რომ რუსეთიდან პოლონეთში კიტრის იმპორტი, განსაკუთრებით, საგრძნობლად 2025 წელს გაიზარდა და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულსაც მიაღწია. ბუნებრივია, ამას აქვს თავის მიზეზი და მეტად პროზაული, ანუ დამიწებული: რუსული კიტრი იაფი ღირს. ეს ამბავი არ გამორჩენია პოლონეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და საკვების ხარისხის ინსპექციას, თუმცა იქვე განმარტა, რომ რუსეთიდან იმპორტირებული კიტრის 125-ვე პარტია, საერთო წონით – ორი ათასი ტონა, შემოწმებულია და კანონით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს (მაშასადამე, უსაფრთხოა პოლონეთის მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის). მეტიც, ანალოგიური ვითარება ყოფილა ბალტიის ქვეყნებშიც და ლატვიის აგროკოოპერატივის ხელმძღვანელი გაოცებულია, რომ აგრესორი ქვეყნის პროდუქცია ეგზომ თავისფლად ვრცელდება მთელ ევროპაში (ეს უზნეობააო და იმედია, ამ ამბავსაც ჩვენ არ დაგვაბრალებს, მაგალითად, ჩვენზე კბილებალესილი ლიეტუველი ქალბატონი იუკნევიჩიენე).

ბუნებრივია, კიტრის მჭამელ ევროპელთა შეშფოთება გასაგებია: მართლაც, ვერაა მთლად ზნეობრივი, აგრესორის მიერ მოყვანილ კიტრს მიირთმევდე, თუმცა პირადად მე ის უფრო საინტერესო მგონია, თუ როგორ აღწევს რუსული პროდუქცია ევროპის ბაზარზე, როდესაც ევროკავშირმა სანქციების აგერ უკვე მეჩვიდმეტე პაკეტი დაამტკიცა?!

ხოლო, თუ გავიხსენებთ პოლონეთის ელჩის შემოთავაზებას (რუსულ კიტრს, სავარაუდოდ, ისიც მადიანად შეექცევა), თუ რფ-ს სანქციებს არ უწესებთ, სტალინის სახლ-მუზეუმი მაინც დაკეტეთო, ვფიქრობ, პასუხად აწ უკვე უნდა მივუგოთ – მაშინვე, როგორც კი რუსულ კიტრს გაემიჯნებითო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა