პოლიტიკა

მარჯვენით მდგომი...

№36

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 16.09

ამბები
დაკოპირებულია

და გაალმასებულები

მას შემდეგ, რაც ჩინეთში გამარჯვების აღლუმი ჩატარდა, ცხადია, შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ (ჩვენ არ ვიყავით დაპატიჟებულები და ეს ფაქტიც მეტად მტკივნეულად განიცადა ჩვენი თანამემამულეების ნაწილმა, საერთოდ არ გვცემენ პატივსო) და ჩინეთმა თავისი სამხედრო-ტექნოლოგიური ძლიერების ნაწილი გამოფინა: ბირთვული ტრიადით დაწყებული და ჰიპერბგერითი რაკეტებით დამთავრებული, წყალქვეშა და წყალზედა დრონებისა და ბევრი ისეთი რამის ჩათვლით (რაც არც თუ სასიამოვნო სანახავი იყო, თუ ამას ჩინელების რაოდენობასაც დავუმატებთ), დასავლურმა მედიამ შენიშნა, ეს ამბავი არც დასავლელებისთვის აღმოჩნდა „საამო არის საცქერლად დიაცის უბესავითა“. სახელდობრ, ისინი წერენ (მომყავს ციტატა): „დასავლეთი სერიოზულად შეშფოთდა: შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ პეკინში აჩვენა, ვინ მართავს ახლა მსოფლიოს“. მმართველებად კი იგულისხმეს ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდილო კორეის ლიდერი. ასე განსაჯეთ, სი ძინ პინმა მარჯვნივ ვლადიმირ პუტინი დაიყენა, მარცხნივ – კიმ ჩენ ინი.

და იმავე უცხოელი ანალიტიკოსების შეფასებით, ამით სი ძინ პინმა მთელ მსოფლიოს მიანიშნა, რომ სავსებით შესაძლებელია, ჩრდილო კორეის პოტენციალი სათავისოდ და მისი მოწინააღმდეგეების საზიანოდ გამოიყენოს. თავის მხრივ, არც დონალდ ტრამპი დარჩენილა გულგრილი აღლუმისადმი, ანუ მასაც უდევნებია თვალი, ჩვენი არ იყოს (მომყავს ციტატა): „პეკინში სამხედრო აღლუმი მართლაც ძალიან სანახაობრივი გამოდგა. მივხვდი, რა მიზნით მოაწყეს ეს ყველაფერი – ალბათ, ჩინელებს იმედი ჰქონდათ, რომ აღლუმს ვუყურებდი. ჰო, ვუყურე, მაგრამ რა მერე? არც არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ სი ძინ პინი პეკინში მიმიწვევდა. მე იქ არც უნდა ვყოფილიყავი.“ აქედან გამომდინარე კი, თუ ჩვენი გაალმასებული ევროპელი პარტნიორების შეფასებებს გავიხსენებთ, ჩნდება ეჭვი, ბ-ნი ტრამპი რომ ბ-ნ სის გვერდით ამოსდგომოდა, ბუზსაც ვერ აუფრენდნენ, ხოლო, იქვე რომ ჩვენებურებიც მდგარიყვნენ, თავით მარილს დაგვანაყინებდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა