პოლიტიკა

„ყურშა გამამაცებულა“

№20

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 27.05

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ცაჰკნამ რა ჰქმნა?!

გემახსოვრებათ, რომ სულ ახლახანაც ესტონეთის ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობის წევრებს კვლავ დაუწესა სანქციები, რადგან, მათი აზრით, დემოკრატია საქართველოში დიდ საფრთხეშია და, ცხადია, ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ის გადაარჩინონ (და მერე რა, რომ სინამდვილეში თავი გასჭირვებიათ. რატომ? იმიტომ რომ ურჩევნიათ, რფ აქეთ გადმოერთოს და არა ბალტიისპირეთისკენ). ჰოდა, სანამ ისინი საქართველოს დემოკრატიაზე ჭმუნავდნენ, ესტონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა ავიაგამანადგურებელმა დაარღვია. კერძოდ, Sukhoi Su-35-მა ესტონეთის ცაში რამდენიმე წუთი გაატარა, რის გამოც ესტონეთში რფ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარეს.

ხოლო, რაკი სულ რამდენიმე წუთს დარჩენილა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არგუს ცაჰკნას მხოლოდ განცხადება გაუკეთებია (მომყავს ციტატა): „ესტონეთის ხედვით, ეს ძალიან სერიოზული და დასანანი ინციდენტია, რომელიც ყველანაირად მიუღებელია.” ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ეს სწორედ ის პატივცემული ცაჰკნაა, სულ ახლახან რომ თითებს გვიქნევდა, აშკარაა, ის კაცი არ ჩანს, რუსულ ავიაგამანადგურებელს რომ ესვრის, ჰა და ჰა, მისთვის უსაფრთხო ქართველ ჩინოვნიკებს შორიდან აუთამაშოს კუნთები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა