პოლიტიკა

კოვიდი VS რუხი ნივთიერება

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:44 17.11, 2020 წელი

covid 19 პანდემია
დაკოპირებულია

არ მინდა, მაგრამ მინდა

უკვე კარგა ხანია, ჩვენც გავერიეთ კოვიდპანდემიაში, იმ თვასლაზრისით, რომ ყოველდღიურად ინფცირებულთა რაოდენობაც იზრდება და გარდაცვლილებიც არიან, თუმცა, რაკი ჯერჯერობით არ ვიცით სრული სტატისტიკა, ვერ ვიტყვით, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია (შეგახსენებთ – ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანისთვის ნებისმიერი ინფექციაა საშიში და შესაძლოა, ლეტალურად დასრულდეს, ამიტომ გადამეტებული შიშიც არ გვარგებს, იმას გარდა, რომ ყველანი მაშინ გავალთ ამ წუთისოფლიდან, როცა გვიწერია, კოვიდით თუ უკოვიდოდ).
ამასთან, დადგენილი წესების დაცვის სიბეჯითითაც ვერ გამოვირჩევით, თუმცა უკვე მიღებულია გადაწყვეტილება ღია სივრცეშიც კი პირბადის ტარების შესახებ (მეორე მხრივ, რაკი არავინ ამოწმებს, განაახლებენ თუ არა მოქალაქეები პირბადეებს, ისიც ძნელი სათქმელია, ასეთი პირბადე იცავს თუ პირიქით).
ერთი სიტყვით – ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, შესაბამისად, წუწუნ-ზუზუნიც, რომ 112-თან დაკავშირება ჭირს (რა თქმა უნდა, გაჭირდება, იმიტომ რომ დატვირთვა იზრდება), საავადმყოფოებშიც ჰაი-ჰარად არ იღებენ პაციენტებს და საკუთარი გულის დასამშვიდებლად კოვიდტესტის გაკეთებაც ფასიანია.
აქედან გამომდინარე კი, იბადება კითხვა: თუ არ იცავ სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს, მაშინ რატომ მოითხოვ საპასუხოდ მყისიერ ზრუნვას?
პასუხი კი მეტად მარტივია: კოვიდი გაივლის, მაგრამ აი, რუხი ნივთიერების დეფიციტს (ანუ იმის მიუხვედრელობას, რომ სამყარო მიზეზშედეგობრივია) არაფერი ეშველება.
ჰოდა, ატარეთ პირბადე, გაიკაჟეთ ჯანი, არ ინერვიულოთ, დაიბანეთ ხელები და იყავით მხნედ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი