ხელმარჯვე მძარცველები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:01 03.11
ანუ „როგორ
მაშინ, როდესაც იმანუილ მაკრონის რეიტინგი ეცემა და ვერა და ვერ ახერხებს მთავრობის ხელმძღვანელის დანიშვნას, როგორც გაჭირვებულ კაცს, ქვა აღმართში წამოეწია. კერძოდ, გასულ კვირას ლუვრი გაიძარცვა და ხელმარჯვე მძარცველებმა საფრანგეთისთვის ფასდაუდებელი ნივთები დილის 9 საათზე ისე გაიტანეს ლუვრიდან, რომ ამისთვის 4 წუთიც კი არ დასჭირვებიათ. ლუვრის დირექტორი (ლორანს დე კარი) ამის გამო მოხსენებით წარდგა საფრანგეთის პარლამენტის წინაშე და თავი იმით იმართლა, რომ ლუვრის შეუიარაღებელმა დაცვამ „ოპერატიულად იმოქმედა ინსტრუქციის მიხედვით“. საქმე ის არის, რომ დაცვამ დაინახა მძარცველები და დამთვალიერებლების ევაკუაციას მიჰყო ხელი, ამიტომაც არავინ დაშავდაო (თითქოს მძარცველებს დამთვალიერებლების გატაცება უნდოდათ).
ასევე, გაირკვა, რომ გარეთ მხოლოდ ერთი კამერა ყოფილა დამონტაჟებული, რომელიც დასავლეთისკენ იყურებოდა და ამიტომაც ანძა-მანქანა ვერ შეამჩნიეს, რომლითაც მძარცველები ლუვრის შიგნით შევიდნენ.
რთული სათქმელია, დააკავებენ თუ არა მძარცველებს და დაიბრუნებს თუ არა ლუვრი ნაძარცვს, მაგრამ, თუ გავიხსენებთ საფრანგეთის განაცხადს, რომ 3-4 წელიწადში მზად იქნებიან რუსეთთან საომრად, ვფიქრობ, ფრიად ოპტიმისტური განცხადებაა, ვინაიდან, თუ ისევე აპირებენ შებრძოლებას, როგორც ლუვრს იცავენ, ჯობია, ისევ ის არკვიონ, ბრიჯიტ მაკრონი ქალია თუ მაინც მამაკაცი?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





