პოლიტიკა

„კეთილი სამარიტელი“

№10

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 12.03, 2024 წელი

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ღარიბის დერეფანი მდიდარმა მოიხმარაო

ჯერჯერობით თავი იმით გაგვაქვს, რომ დერეფნის ფუნქციას ვასრულებთ, თუმცა, მეორე მხრივ, ეს დერეფნობა, რაკი ბევრია მსურველი, რომ ამ დერეფანს დაეპატრონოს, საფრთხის შემცველიცაა. მაგრამ, როგორც უნდა იყოს, შარშან საქართველოზე გამავალმა საერთაშორისო მილსადენმა (აი, ბრიტანულ „ბი პის“ რომ ეკუთვნის) 24 მილიარდამდე კუბამეტრი ბუნებრივი აირი გაატარა აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით. აქვე შეგახსენებთ, რომ, ხელშეკრულებით, უფასოდ გვეკუთვნის გატარებული გაზის 5 პროცენტი (ანუ 1.2 მილიარდამდე), კიდევ 5 პროცენტი შეღავათიან ფასად, რაც საგრძნობლად ჩამორჩება საბაზრო ფასს (ესეც კიდევ 1.2 მილიარდ კუბამეტრამდეა), საქართველო კი 3 მილიარდამდე კუბამეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს.

აქვე იმასაც დავამატებ, რომ, რაკი ევროპისკენ ავიღეთ გეზი, ჩვენებურმა პარლამენტმა რა ხანია, რატიფიკაცია გაუკეთა დოკუმენტს, რის თანახმადაც ევროკავშირს შიდა ტარიფით უნდა მივაწოდოთ ყველაფერი, მათ შორის, ბუნებრივი აირიც (მაშინ რა ხეირი სატრანზიტო ფუნქციიდან?! როგორც ჩანს, კეთილი სამარიტელები ვართ). მეტიც, მომავალში მიწოდების მოცულობის გაზრდაც იგეგმება, ოღონდ ამის მიუხედავადაც, კერძო სექტორისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ისმის რიტორიკული კითხვა: რა საჭიროა სატრანზიტო ფუნქცია, თუ ის ადგილობრივ წარმოებას კლავს?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა