კერენსკის კვალდაკვალ
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00

ანუ გაპარულა...
მართალია, დიმიტრი კულება 2024 წლის სექტემბერში გადადგა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან და სამეცნიერო ღვწა განაგრძო, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საკმაოდ აგრესიულად გვერჩოდა.
სახელდობრ, 2022 წლის აპრილში მან განაცხადა (საგარეო საქმეთა მინისტრის ამპლუასა და მინისტრის სავარძლიდანვე), რომ (მომყავს ციტატა): „უკრაინა საქართველოსგან მტკიცებულებებისა და დამაჯერებელი არგუმენტების წარდგენას ელის, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება. და თუ ეს მტკიცებულებები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება, კიევი საპასუხო ზომებს მიმართავს”. ხოლო 2023 წელს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთდა საქართველოში შიდა პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების გამო, ამის ნიშნად კი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა მიიჩნია. იმავე წელს უკრაინამ სანქციები დაუწესა „ჯორჯიან ეარვეისს“, იმიტომ რომ ავიაკომპანიამ რუსეთში ფრენები აღადგინა. ასევე, გაგახსენებთ, რომ კიევიდან საქართველოს ელჩის გაძევებაც მოითხოვა (უკრაინის საგარეო სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მკვლელობაის მცდელობაში სდებდა ბრალს) და, რაც მთავარია, დიმიტრი კულება ქართველებს ამუნათებდა და მოუწოდებდა (მომყავს ციტატა): „თქვენ ხართ ამაყი ერი, იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ, ნუ მისცემთ ხელისუფლებას უფლებას, მოგპაროთ თქვენი მომავალი“.
საბოლოოდ, მთელი ეს კონკრეტული ქარიშხალი ბ-ნი კულებას პოსტიდან გადადგომით ჩაცხრა, თუმცა სულ ახლახან გავრცელდა ცნობა, რომ ზემოხსენებულმა ბატონმა უკრაინის ტერიტორია მალულად დატოვა, როგორც თავად აღნიშნა, უკრაინიდან ღამით ქურდივით გაიპარა. შესაბამისად, ჩნდება რიტორიკული კითხვა: რას გვამუნათებდა კერენსკივით დალოცვილი, როდესაც თავად ჰქონია სიმამაცე დასახვეწი?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან