პოლიტიკა

„ჯოჯოხეთის კარიბჭის“ მქოლავები

№3

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 24.01, 2022 წელი

ჯოჯოხეთის კარიბჭის
მქოლავები
დაკოპირებულია

მაშინ, როდესაც ყაზახეთში ლამისაა, ქვა ქვაზე არ დარჩეს და, ზოგადად, ცენტრალურ აზიაში სულ სხვა ისტორია იწყება (არც თუ სასიამოვნო), თურქმენეთის ლიდერმა, ბ-ნმა ბერდიმუჰამედოვმა განკარგულება გამოსცა, რამე ვუსაშველოთ ყარაყუმის უდაბნოში მდებარე გაზის კრატერს, რომელსაც სხვაგვარად „ჯოჯოხეთის კარიბჭესაც“ უწოდებენ და რომელიც თურქმენეთის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ითვლება, თუმცა გაცილებით პოეტური სახელწოდებითაც მოიხსენიებენ, სახელდობრ: „ყარაყუმთა ციალი“.

თუმცა გაზის ეს კრატერი (სიღრმით 20, რადიუსით კი - 60 მეტრი), საიდანაც ასობით ცეცხლის ენა ციალებს, თურქმენეთის ღირსშესანიშნაობად ითვლება, არა ბუნების, არამედ ადამიანის ხელის ქმნილებაა. კერძოდ. 1971 წელს ამ ადგილას ბუნებრივი გაზის აღმოჩენის მიზნით ბურღვითი სამუშაოები დაიწყო, მაგრამ მიწა ჩაიშალა, ამიტომაც გეოლოგებმა გადაწყვიტეს, ცეცხლი წაეკიდებინათ ნაპრალიდან ამომავალი გაზისთვის, იმ იმედით, რომ მარაგი რამდენიმე დღეში დაიწვებოდა და ცეცხლიც ჩაქრებოდა, თუმცა ცეცხლი მას შემდეგ უწყვეტად ანთია.

მე არ ვიცი, ამოქოლავენ თუ არა თურქმენები „ჯოჯოხეთის კარიბჭეს“, მაგრამ ეს წუთისოფელი ფრიად უცნაურადაა მოწყობილი, ყარაყუმის უდაბნოში გაზი 60 წელზე მეტი ხანია, იწვის, სახელდობრ, ევროპა კი 1 000 კუბში უკვე 2 000 აშშ დოლარზე მეტს იხდის გასათბობად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი