პოლიტიკა

ისტორიული სიურპრიზი

№29

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 25.07, 2022 წელი

ისტორიული სიურპრიზი
დაკოპირებულია

ანუ ცეკას ინსტრუქტორები – დასავლურად?!

ისტორია კიდეც მეორდება და სიურპრიზებიც უყვარს. ჰოდა, რაკი უყვარს, 19 ივლისს (ჩემს კალამს რომ უკვე შეაშრება მელანი), თეირანში რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტების სამიტი გაიმართება (ვფიქრობ, შეხსენება არ სჭირდება, რომ, სულ რაღაც, ორასიოდე წლის წინათ სამივე იმპერია ერთმანეთს გააფთრებით ებრძოდა კავკასიისთვის და შავ ზღვაში გავლენისთვის).

ჩვენ არ ვიცით, რა აქვთ ჩაფიქრებული რუსეთის, ოსმალეთისა და სპარსეთის იმპერიების შთამომავალთა თავკაცებს, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ მსგავსი შეხვედრა იშვიათია, როგორც ჩანს, სასაუბრო ბევრია (სხვათა შორის, გარდა უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის, ანუ სირიის, კასპიის ზღვის აუზისა და მისთანანისა).

აქვე გავიხსენებ, რომ სამივენი იგულისხმებიან „სამს პლუს სამის“ ფორმატში და თუმცა საქართველო უარს ამბობს (საკმაოდ მართებულადაც) ამ ფორმატში მონაწილეობაზე, სამეული მაინც იჟინებს.

ამდენად, ბუნებრივია, ჩვენ ეს ამბავი მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო არ გვაინტერესებს: სამივეს ინტერესია სამხრეთ კავკასია, ჩვენ კი რეგიონული მოკავშირე, ფაქტობრივად, არ გვყავს. დეკლარირებულად, ბუნებრივია, ასეთებად აზერბაიჯანი და თურქეთი მოიაზრებიან, მაგრამ, ვფიქრობ, მათთვისაც მხოლოდ ჩვენი ტერიტორიაა საინტერესო, ისიც, თუ გავლენას გააძლიერებენ (და ეს სულაც არაა საწყენი, ვინაიდან, ჯერ თავო და თავოო).

შესაბამისად, აქედან გამომდინარე, მეტად უცნაურია დასავლელი ზოგიერთი პოლიტიკოსის (თუმცა უნდა შევნიშნოთ, რომ უფრო აღმოსავლეთ ევროპელები აქტიურობენ, მათ შორის კი, განსაკუთრებით – ბალტიელები) საქართველოზე თავდასხმები (რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, საბჭოთა ცეკას ინსტრუქტორების სტილში – უნდა ვაღიაროთ, რომ ცეკას მდივნებამდე ვერ „ქაჩავენ“).

აქედან გამომდინარე კი, რჩება შთაბეჭდილება, რომ, როცა დასავლეთი კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთისთვის მოიცლის, იქ უკვე ყველაფერი გადანაწილებული დახვდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი