პოლიტიკა

„იძულება მშვიდობისთვის“ ნომერი ორი

№39

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 02.10

იძულება მშვიდობისთვის
დაკოპირებულია

ანუ მოყომარება რეგიონულად

გასულ კვირას რეგიონში მოვლენები ფრიად დრამატულად დაიძაბა: როგორც კი ნიკოლ ფაშინიანმა პოლიტიკურად აიწყვიტა, ანუ რფ-ს უგანა და ევროპას მიაპყრო თავისი პოლიტიკური ყურადღება, სანამ აშშ-ელი და ევროკავშირელი პოლიტიკოსები განცხადებებს აკეთებდნენ, არ დავუშვებთ, ყარაბაღში ტყვია კიდევ გავარდესო, ბაქომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო (აზერბაიჯანის ინფორმაციით, იმ დილით 6 აზერბაიჯანელი ძალოვანი მოკლეს „არცახის“ უკანონო ფორმირებებმა), რომელსაც ჩვენთვის უსიამოვნო სახელი დაარქვა: „იძულება მშვიდობისთვის“ (შეგახსენებთ, იგივე სახელი უწოდა რფ-მ 2008-ში ჩვენზე თავდასხმას).

საერთაშორისო საზოგადოება მომხდარს მაშინვე გამოეხმაურა, რა თქმა უნდა, დაგმო აგრესია, თუმცა, სანამ დასავლეთი გმობდა, აზერბაიჯანმა ყარაბაღელებს განიარაღება შესთავაზა, საერთაშორისო საზოგადოება კი დაამუნათა, ვის შეუძლია, უარი უთხრას ქვეყანას, დაიბრუნოს თავისი ოკუპირებული ტერიტორიებიო. ანკარას არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, იმას გარდა, რომ საკუთარი შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანისკენ მიაჩოჩა და ირანს მიმართა, საჭიროების შემთხვევაში, ვიომებთო. თავის მხრივ, ირანმაც მიაჩოჩა თავისი შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის საზღვრებისკენ, თუმცა განმარტა, რომ მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას (ანუ ყარაბაღის ავტონომიის ტერიტორიას არ გასცდეთო); კრემლიდან შემოთვალეს, ფაშინიანმა აღიარა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა (ეს მართლაც ასეა, ალიევმა და ფაშინიანმა მსგავსი განცხადებები პოლიტმოწმეების თანდასწრებით გაცვალ-გამოცვალეს) და დასძინეს, რომ რუს სამშვიდობოებს არ აქვთ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩარევის უფლება, იმოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ მათ ვინმე თავს დაესხმებაო. საბოლოოდ, რუსმა სამშვიდობოებმა სომეხი მოსახლეობის ევაკუაციაში მიიღეს მონაწილეობა, „არცახის“ უკანონო ფორმირებებმა იარაღი დაყარეს, ხოლო ფაშინიანმა განაცხადა, სომხეთი საერთოდ არაფერ შუაშიაო.

და თუმცა მომხდარს იმთავითვე ეტყობოდა, რომ რეგიონში ეს ამბავი შეთანხმებული იყო, პოსტფაქტუმ კიდევ უფრო ნათელი შეიქნა, რომ სამხრეთ კავკასიის დაუფლების ისტორიული მსურველები (რუსეთ-თურქეთ-ირანი) წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები და ჯარების გადაადგილ-გადმოადგილება უფრო პოლიტიკური პოზა იყო. ბუნებრივია, იბადება კითხვა: რას გვასწავლის მომხდარი? იმას, რომ (სხვა რამეებთან ერთად, რაზეც ახლა არ შევჩერდები), როდესაც გეოპოლიტიკურ მარაქაში ერევი, გადამწყვეტი როლი რეგიონულ მსხვილ მოთამაშეებს ენიჭება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №50

11–18 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი