პოლიტიკა

გონიერების დეფიციტი

№19

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 16.05, 2023 წელი

გონიერების დეფიციტი
დაკოპირებულია

ანუ წყალი ჩვენი ეკონომიკისა

შესაძლოა, იმიტომ რომ სამყაროს ბალანსი უყვარს („საცა პირიმზეს ახარებს, იქვე მთხრელია ზვავისა“) თბილ ევროპულ ზამთარს (რამაც რფ-ს გაზით შანტაჟის საშუალება არ მისცა), სინოპტიკოსთა თქმით, წელს გვალვა მოჰყვება – წყლის დეფიციტი გარდაუვალიაო.

მაგალითად, ესპანეთის ყველაზე დიდი წყალსაცავი, რომელიც მილიონობით კატალონიელს არწყულებს, დაშრობის პირასაა; საფრანგეთში მდინარეები და ტბები შრება, იტალიის ყველაზე დიდი მდინარე (პო) უკვე ისე გამცირეწყლიანებულა, როგორც შარშან ივნისში, რაც იმის საწინდარია, რომ შესაძლოა, წლევანდელ ივნისში ადრიატიკამდე ვერც ჩააღწიოს და სრულიად ამოშრეს. მეტიც, კოსმოსური თანამგზავრებიდან, 2018 წლიდან მოყოლებული, ჩანს, რომ ევროპაში სასმელი და სარწყავი წყლის რესურსები სულ უფრო და უფრო მცირდება.

მოკლედ, ევროპელ ლიდერებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ: უნალექო ზამთარი მათ მძიმე ზაფხულს ჰპირდება. იმდენადაც კი, რომ ესპანეთში ზეთისხილის მოსავალი საფრთხის ქვეშაა. კატალონიაში კი, საუს ცნობილ წყალსაცავში, წყალმა იმდენად დაიკლო, რომ თევზებს ჟანგბადი აღარ ჰყოფნით და იღუპებიან. არანაკლებ მძიმე ვითარებაა გერმანიაშიც. მოკლედ, პროგნოზი ასეთია: ამ ზაფხულს უწყლობას ყველაზე მეტად იგრძნობენ ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი და იტალია, თუმცა არანაკლებ მძიმე ზაფხული ელით: პოლონეთს, რუმინეთს, ბულგარეთსა და საბერძნეთს.

მეორე მხრივ, საქართველოს წყლის რესურსია საკმაოდ შთამბეჭდავი (ერთი ლიტრი წყალი ერთ ლიტრ ნავთობზე ძვირი ღირს), ოღონდ, ნაცვლად იმისა, რომ ქართული პოლიტელიტა (სამწუხაროდ, საზოგადოების უდიდეს ნაწილთან სინქრონულად) წყლის რესურსის ქვეყნისთვის მოხმარებაზე ფიქრობდეს, ისევ „საახოვსა“ და „ხეგლეჯიას“ ნაცი-ქოცი განზომილებებს შორის ტრიალებს...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი