პოლიტიკა

გლობალური სამხრეთის ვნებანი

№44

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 06.11

ამბები
დაკოპირებულია

ანუ დაბალი ღობის ბედი

რუსეთის ფედერაციის ავტონომიურ რესპუბლიკა თათარსტანში „ბრიქსის“ მორიგი სამიტი ჩატარდა, რომელსაც მთელი მსოფლიოდან 36 ქვეყნისა და 6 საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაცია დაესწრო, მათ შორის, გაეროს გენერალური მდივანიც.

პატიოსანმა გვამებმა „ბრიქსიდან“ და გლობალური სამხრეთიდან უკრაინის კონფლიქტზეც ისაუბრეს (რაღა კონფლიქტზე – სასაკლაოზე), „სვიფტის“ ალტერნატიული გადახდის სისტემის შექმნის შესაძლებლობაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და სხვა ამბებზეც. სამიტს ესწრებოდნენ ჩინეთის, ინდოეთის, ირანის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და ეგვიპტის პირველკაცები. ბუნებრივია, ჩავიდა ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანის პრეზიდენტიც, ისევე, როგორც თურქეთის მეთაური და თქვენ წარმოიდგინეთ, სომხეთის პრეზიდენტიც კი (ყველას ვერც ჩამოვთვლი).

რაც მთავარია, 13-მა სახელმწიფომ მიიღო „ბრიქსის“ ქვეყანა-პარტნიორის სტატუსი. ესენი არიან: ალჟირი, თურქეთი, ბოლივია, კუბა, ინდონეზია, მალაიზია, ნიგერია, ტაილანდი, უგანდა, ვიეტნამი, ბელორუსია, ყაზახეთი და უზბეკეთი.

ჩვენ არ ვიცით, რა ფორმას მიიღებს „ბრიქსი“ მომავალში და როგორ გადანაწილდება ძალის ცენტრები ჯერ კიდევ დაულაგებელ მსოფლიოში, მაგრამ ყველაზე თვალშისაცემი გაეროს გენმდივნის მიერ ვლ. პუტინისადმი გამოხატული რევერანსები იყო, რაც ბადებს რიტორიკულ კითხვას: ჩვენი დასავლელი პარტნიორები მხოლოდ ჩვენი დემოკრატიის თვალში ამჩნევენ ბეწვებს თუ დაბალ ღობეებთან ყველაფერი „მოსულა“?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა