პოლიტიკა

გეოპოლიტიკური ცინიზმი

№26

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 04.07, 2023 წელი

გეოპოლიტიკური ცინიზმი
დაკოპირებულია

ანუ როცა კომფორტი სიცოცხლეზე ძვირია...

გეოპოლიტიკა, მართალია, შავ, მაგრამ მაინც ანეკდოტს ჰგავს. ამიტომაც ამ გაგანია ომისას, მაგალითად, სერბეთი და უნგრეთი შეთანხმდნენ (ანუ ხელშეკრულება გააფორმეს) ნავთობსადენის მშენებლობაზე, რომლის მეშვეობითაც სერბეთი რუსულ ნავთობს ნავთობსადენ „დრუჟბით” მიიღებს (საბჭოეთის დროს რომ აშენდა 1970-ში).

ეს ის „დრუჟბაა“, რომელიც რფ-დან ბელორუსისკენ მიემართება, შემდეგ კი იტოტება: ჩრდილოეთის განშტოება პოლონეთისა და გერმანიისკენაა მიმართული, ხოლო სამხრეთისა – სლოვაკეთის, ჩეხეთისა და უნგრეთისკენ. ხსენებული ახალი ნავთობსადენი კი (სიგრძით – 304 კილომეტრი), მაქსიმუმ, 2 წელიწადში უნდა აშენდეს და, წინასწარი გათვლებით, 150 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება.

ბუნებრივია, აქ ყველაზე საინტერესო თავად ნავთობსადენი „დრუჟბაა“ (უკვე აშენებული, თავისი განტოტებებით). რატომ? იმიტომ, რომ ის მთელი ომის განმავლობაში ისევე შეუფერხებლად და გამართულად მუშაობს, როგორც ომის დაწყებამდე მუშაობდა. და ადრეც შემინიშნავს, რომ მას ტყვია კი არადა, კენჭიც არ მოხვედრია (გაითვალისწინეთ – არც ერთი მხრიდან), შესაძლოა, იმიტომ რომ „დრუჟბა“ ევროპის ეკონომიკასა და მოსახლეობას სჭირდება, რაც ბადებს ეჭვს (დღეს რაღაც ძალიან ეჭვიანი ვარ), რომ, გეოპოლიტიკური ლოგიკით, ზოგჯერ ერთი ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი მეორე ადამიანის კეთილდღეობა და კომფორტულად ცხოვრებაა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა