გეოპოლიტიკური კვანტი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 19.07, 2021 წელი
ანუ აღმოსავლეთი აღმოსავლეთია...
სანამ ჩვენ იმას ვარკვევთ, ბოლოს და ბოლოს, ვინ უნდა იდგეს რუსთაველის პროსპექტზე და რას მიქვიან, წმიდა ნინოს ჯვარი (ასეც ამბობენ – კონსტრუქციაო) იყოს აღმართულიო, ავღანეთში, მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც აშშ-ის თამადობით, კოალიციის ჯარები გამოვიდნენ, თალიბებმა უკვე დაიკავეს ქვეყნის მესამედი, წინა კვირის განმავლობაში კი ავღანეთის არმიის უკვე რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე გაიქცა ტაჯიკეთში (ყოველი შემთხვევისთვის დახედეთ რუკას და იოლად დაინახავთ, თუ კიდევ რომელ სახელმწიფოებს შეიძლება, შეაფარონ თავი ავღანელმა ჯარისკაცებმა, რომლებიც, ცხადია, თალიბებს გამოურბიან).
საქმე ისაა, რომ ტაჯიკეთმაც ნება დართო, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტმა 20 000-მდე სამხედრო მოსამსახურე გადასხა ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვრის გასამაგრებლად.
ჩვენ არ ვიცით, რას მოიმოქმედებს საპასუხოდ რუსეთი, იმიტომ რომ ავღანეთი მასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე აშშ-თან, თალიბების გაძლიერება კი საკმაოდ მნიშვნელოვანი საფრთხეა (ანუ ახლო აღმოსავლეთის კარტის დასტა კიდევ უფრო აიჭრება), მაგრამ, რაკი ვიცით, რომ პატრიარქი კირილიც სრულადაა აცრილი, აუცრელობა კი ცოდვათა ნუსხაშია შეტანილი, სხვა თუ ვერაფერი, თალიბებს „სპუტნიკით“ მაინც აცრიან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან