პოლიტიკა

„გასრულდა ესე ამბავი“?!

№29

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 25.07, 2023 წელი

გასრულდა ესე ამბავი
დაკოპირებულია

ანუ კომუნიკეს ხიბლი

მიუხედავად იმისა, რომ „ნატოს“ ვილნიუსური სამიტი მთლად იმ ღამის სიზმარივით არ გასრულებულა, როგორც ნესტანისა და ტარიელის შეყრა, მაგრამ მაინც გასრულდა და თუმცა, უკრაინა „ნატოში“, ცხადია, არ მიუღიათ და არც გაწევრიანების ზუსტი თარიღი უთქვამთ (იმას გარდა, რომ, თუ რუსეთი უკრაინას გაანადგურებს, მისი „ნატოში“ მიღების საკითხი ვერ დადგებაო), სამაგიეროდ, კომუნიკე მიიღეს, რომელშიც წერია: „უკრაინის მომავალი „ნატოშია“ – უკრაინის გზა გასცდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საჭიროებას (ანუ შექსპირი რომ იტყოდა: ვის აქვს ახლა „მაფზე“ უკეთესი: ჩვენ თუ უკრაინას? – საკითხავი აი, ესაა!), სულ უფრო მეტად თავსებადია (ციტატაში ასე ეწერა, მე უბრალო ვარ) და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე“. რადგან მე არ ვიცი, რა რეფორმები იგულისხმება, თქვენც ვერაფრით გაგახარებთ.

იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს საკუთარი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გამოცდილება („მაფის“ არ მოცემამ რომ რუსეთი შეაგულიანა, რათა იმავე წლის აგვისტოში თავს დაგვსხმოდა) და ამის შემდეგ – რფ-დასავლეთის „გადატვირთვისაც“, მე ის უფრო მაოცებს, ჩვენი თანამემამულეების ნაწილი რომ ელოდა უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას: როგორც ჩანს, ვერც საკუთარ ტყავზე განცდილით ვსწავლობთ და, საუბედუროდ, ვერც სხვის ტყავზე განცდილის დაკვირვებით გამოგვაქვს დასკვნები (იმაზე აღარაფერს ვიტყვი, სანამ სლავები ერთმანეთს ჟუჟავენ, ამასობაში „ნატომ“ შვედეთი და ფინეთი რომ დაიმატა წევრებად და ეს უკანასკნელი ზედ რფ-ის საზღვართან)...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა