პოლიტიკა

განმეგობრება

№23

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ საბჭოთა თბილისის ნანტური ნოსტალგია

ჯერ კიდევ 1979 წელს დამეგობრებია საბჭოთა თბილისს ფრანგული პროვინციული ქალაქი ნანტი. ბუნებრივია, წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ამოირჩია ნანტმა, მაინცდამაინც. თბილისი, მაგრამ ამბობენ, რომ სსრკ-ის დროს მოსკოვი ურჩევდა საბჭოთა ქალაქებს უცხოურ პროვინციულ ქალაქებს მეგობრებადო. ზუსტად ასე მოხდა ეს ამბავი იმ შორეულ 1979 წელსაც, მაგრამ ხანი გამოხდა და ნანტი თბილისს განუმეგობრდა.

ოფიციალური ინფო გვამცნობს, რომ დასავლეთ საფრანგეთის ეს საპორტო ქალაქი უარს ამბობს თბილისთან დაძმობილებული ქალაქის სტატუსზე და, არც მეტი, არც ნაკლები, წყვეტს კულტურულსა და მეგობრულ კავშირს. რატომ? იმიტომ რომ ნანტელების ფაქიზმა გულებმა ვერ აიტანა, როგორც თავად ამბობენ, ოპონენტების დევნა, დემონსტრანტებზე ძალადობა და თბილისის მერიიდან განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანების გათავისუფლება (მარინ ლე პენს რომ საერთოდაც აეკრძალა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, ნანტელები გაგებით ხვდებიან).

ეს გადაწყვეტილება ფრანგულ მედიასაც გაუშუქებია, სხვათა შორის, ფრიად დრამატული პათოსით, რომ (მომყავს ციტატა): „ყოფილი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ქარცეცხლშია გახვეული (და მერე რა, რომ ქარცეცხლი ის იყო, „პსჟ-ს“ წარმატების შემდეგ რომ დაილეწა პარიზის ქუჩები).“

ცხადია, თბილისი, რომელმაც აღა-მაჰმად ხანის ლაშქრობასაც კი გაუძლო, რამენაირად გადაიტანს ნანტის მიერ მეგობრობის ხელის უკან გაწევას, თუმცა იბადება ლეგიტიმური კითხვა: 1979 წელს საჭოთა საქართველოს დედაქალაქში დემოკრატია ყვაოდა?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა