პოლიტიკა

გამოთაყვანებულები?!

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:39 17.11, 2020 წელი

არჩევნები 2020
დაკოპირებულია

ანუ კერპებზე ლაქები

უკვე შევეჩვიეთ, რომ ჩვენი მშობლიური მედია ისე ჭრის და კერავს, როგორც გაუხარდება, უფრო ზუსტად, როგორც ხელმძღვანელობა დაავალებს, იმ ხელმძღვანელობას კი – სხვა ხელმძღვანელობა.
ხმაც შესაბამისი აქვთ შერჩეული (ტექნოლოგია მარტივია, თუ ადამიანი თავისი საქმითაა გართული და ტელევიზორი აქვს ჩართული, რომ ვერც გაარჩიოს სიტყვები, ჟურნალისტის აპოკალიფსური ხმა უკვე ზაფრავს, არადა ხშირად ამ აპოკალიფსური ხმით საკმაოდ უვნებელ ამბებს გადმოსცემენ, მაგრამ მთავარი მიზანი მიღწეულია – მაყურებელი მაინც დაზაფრულია).
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ტელეეთერიდან არც აშკარა ტყუილებს ერიდებიან. მაგალითად, საპირისპიროდ აღწერენ კადრში რეალურად ასახულ ვითარებას (ეს ტექნოლოგიაც მარტივია: ვინც უყურებს, შეეჭვდეს, ანუ საკუთარ თვალებს კი არა, ჟურნალისტს დაუჯეროს, იმ მოტივით, რომ ასეთი ტყუილი წარმოუდგენელია, ხოლო ვინც მხოლოდ ისმენს, ის პირდაპირ ცრუინფორმციის გავლენის ქვეშ მოექცეს).
ამ ამბავს, ძირითადად, საბჭოთა პერიოდის დაღს ვაბრალებდით, ამიტომაც დასავლეთის დემოკრატიას ვეთაყვანებოდით, თუმცა, რაც აშშ-ური მედიითა და, თქვენ წარმოიდგინეთ, სოციალური ქსელებით ხდება, ფაქტობრივად, „ვრემიას“ რეინკარნაციაა.
მეტიც, მაგალითად, ამერიკულმა ABC-მ 2020 წლის 31 ოქტომბერს 55-ე საჯარო სკოლის საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესი ჯორჯიის შტატში სამაგალითოდ ჩატარებული არჩევნების დასტურად აჩვენა. რაც, მართალია, ჩვენს წარმოდგენას შეურაცხყოფს კერპზე, თუმცა ადასტურებს, რომ არაპროფესიონალი და უცოდინარი ყველგან არაპროფესიონალი და უცოდინარია და, რაც მთავარია, იმას, რომ მთლად წყალწაღებულები არც ჩვენ ვყოფილვართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი