პოლიტიკა

ევროთითლიბაზობა

№29

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 28.07

ამბები
დაკოპირებულია

ანუ შენ – მე, მე - მას?!

მართალია, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას შეიარაღებას აღარ მიაწვდიდა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა და „ნატოს“ გენმდივანთან შეხვედრის შემდეგ შეთანხმებული ძირითადი თეზისებიც გაგვაცნეს:

ჯერ ერთი – ტრამპი პუტინით განხიბლულა (ის კიდევ სხვა ამბავია, რამ მოხიბლა და როდის?!), რადგან პუტინს არ სურს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაო; მეორე – თუ 50 დღის განმავლობაში რუსეთი არ მიაღწევს სამშვიდობო შეთანხმებას, მას ძალიან ხისტი ტარიფები დაუწესდება აშშ-ისგან; ოღონდ დაგვიზუსტეს, რომ მხოლოდ მეორეული. ანუ ისინი დაუწესდება იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობენ (მარტივად რომ ვთქვათ, დაბალ ღობეებს); ამას გარდა, აშშ მოელაპარაკა „ნატოს“, რომ სწორედ „ნატო“ მიაწვდის შეიარაღებას უკრაინას, მათ შორის, კიევი მიიღებს „პეტრიოტის” 17 სისტემას და გვაიმედებენ, რომ მათი ნაწილი უახლოეს ხანში მოხვდება ბრძოლის ველზე; რაც მთავარია, უკრაინას შეიარაღებას გაუგზავნიან „ნატოს“ წევრი ევროკავშირის ქვეყნები (თავიანთი არსენალებიდან), ხოლო მათ აშშ შეუვსებს დანაკლისს, ცხადია, ანაზღაურების სანაცვლოდ.

თუ გავიხსენებთ, რომ აშშ-მა ვერაფრით მოახერხა, რომ „ნატოს“ სხვა წევრებსაც გაეზარდათ თავიანთი საწევრო შენატანის ოდენობა, ვფიქრობ, დონალდ ტრამპმა საკმაოდ სარფიანი სქემა მოიფიქრა, ოღონდ ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობმა კაია კალასმა დასვა კითხვა: რატომ უნდა გადაიხადოს ევროკავშირმა ფული ამერიკული იარაღის უკრაინისთვის მიწოდებისთვის?! ბუნებრივია, მას ამ კითხვაზე პასუხი არავინ გასცა, თუმცა ევროკავშირის ქვეყნებმა (ფაქტობრივად, გერმანიის გარდა) უარი თქვეს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემაზე.

რთული სათქმელია, რით დასრულდება აშშ-სა და ევროკავშირს შორის ეს არა მხოლოდ პოლიტვაჭრობა, მაგრამ აშკარაა, რომ დასავლელებს (რომლებიც, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ხარჯის გაღებასაც ერიდებიან) როგორც კოლექტიურად, ისე ცალ-ცალკე გაცილებით ურჩევნიათ, თუკი უკრაინელები რუსებს საერთოდაც შიშველი ხელებით შეებრძოლებიან და ამის შედეგ, თუნდაც, ერთი უკრაინელიც არ გადარჩენილა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა