პოლიტიკა

დუმები - „დუმაში“

№41

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 14.10

ამბები
დაკოპირებულია

ანუ შიშველი ხორცის ხუნტრუცი

ამერიკული „თეთრი წვეულების“ სკანდალი არ მოგვენელებინა (ან კი ამას რა მოინელებს, როდესაც „კინო“ ჯერ არ დაწყებულა და, როგორც ადვოკატები გვაუწყებენ, მსხვერპლთა რაოდენობა განუხრელად იზრდება, ის კიდევ სხვა თემაა, რატომ დაიყარა შიშველი ხორცი მსოფლიო სცენებზე ან ანუსმა რატომ დაიკავა ცენტრალური ადგილი თანამედროვე ადამიანთა ტვინებში და ამ სიშიშვლესა და უხამსობას რატომ დაერქვა „კულტურა“, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პოპკულტურა?!), როდესაც შევიტყვეთ, რომ ვერც რუსეთის სათათბირო ორგანოში ყოფილა საქმე მთლად უმწიკვლოდ და პატიოსნად.

სახელდობრ, რუსულ „დუმაში“ ერთობ დუმური ამბები დატრიალებულა. რუსული მედიის ცნობით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრი, არც მეტი, არც ნაკლები, დეპუტატი კომპარტიიდან – დენის პარფენოვი ისეთ წმიდა ადგილზე გაუფაქტავთ სექსუალური კავშირის დამყარებაში, როგორიც სათათბიროს სპეტაკი კედლებია.

და ამ „დუმურ“ ეროტიკას სათათბიროს შიდა ვიდეოქსელით მთელმა სათათბირომაც უცქირაო. ბუნებრივია, მისი კოლეგები ფრიად აღშფოთდნენ და დაგმეს კომუნისტი დეპუტატის ამორალური საქციელი. მეტიც, ფრაქცია „ვეტერანებმა” მისი ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნა მოითხოვეს – საკუთარი სისხლით გამოისყიდოს თავისი ამორალური საქციელიო. რატომ? იმიტომ რომ შეარცხვინა ხალხის რჩეულის სტატუსიო.

მაგრამ, მეორე მხრივ, დანარჩენ „დუმელებსაც“ შეჰპარვიათ გულში შიში (ოჰ, ეს შიში რა ოხერია?!) და თავიანთ კაბინეტებში გამალებით ეძებენ ფარულ ვიდეოკამერებსო (ვეჭვობ, იცოდნენ გურული ფრთიანი ფრაზა, მარცხი ელანძეაო, მაგრამ აშკარად გრძნობენ საფრთხეს და, როგორც ჩანს, მაინცდამაინც, ვერც თავად დაიკვეხნიან „ობლიკო ო მორალეთი“).

ობიექტურობა მოითხოვს, შევნიშნოთ, რომ კომუნისტი „დუმელის“ ვნებანი ახლოსაც ვერ მივა ფი დიდის წვეულების რემინესცენციებთან, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ადამიანები, განსაკუთრებით, თანამდებობის პირები და ცნობილები ერთობ და ერთობ ხუნტრუცობენ სამგლე გოჭებივით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა