პოლიტიკა

დრონი მეფობენ...

№41

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00

ამბები 2
დაკოპირებულია

ანუ დიდგულა ასო-ები

შესაძლოა, იმიტომ რომ ერთი დრო არც არავის შერჩენია და, ადრე თუ გვიან, ყველაფერი სრულდება, საყოველთაოდ ცნობილსა და არცთუ ერთგვაროვანი დამოკიდებულების მქონე, ეგრეთ წოდებულ, სოროსის ფონდსაც დაუდგა მძიმე დღეები. დაუდგა, რაკი მას თავად აშშ-ის ხელისუფლება დაუპირისპირდა და თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა ის იმთავითვე აითვალწუნა, რაც ძალაუფლების სადავეები იპყრო ხელთ, აწ უკვე მოქმედებაზე გადავიდა. კერძოდ, კვლავ The New York Times გვამცნობს, რომ შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე იძიებენ სოროსის ფონდის მუშაობას.

„ფონდ ღია საზოგადოების“ მუშაობის შესწავლის მოთხოვნა გენერალურმა პროკურატურამ შტატების პროკურორებს დაუგზავნა.

ბუნებრივია, იკითხავთ, რას ემართლებიანო, არადა, არც მეტი, არც ნაკლები, თაღლითობას კავშირის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ტერორიზმის ფინანსურ მხარდაჭერას, გამოძალვასა და მისთანებს.

იმის გათვალისწინებით, რომ „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო“ ჩვენთანაც იღვწოდა და იღვწის, სავარაუდოდ, აშშ-ური მართლმსაჯულების მსახვრალი ხელი მათაც მოსწვდებათ და, მართლაც, საინტერესოა, ქართული ფილიალი თუ იყო და რა მიმართულებით საქმიანობდა (მხოლოდ გამოძალვებს სჯერდებოდა თუ ტერორისტებსაც წაახალისებდა?!). მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ფაქტს (აშშ-ში რომ სოროსის ფონდს დაერივნენ პროკურორები) არავინ გამოხმაურებია ჩვენებური არასამთავრობო სექტორიდან, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ ჩვენებურ მეგრანტეებს (არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასო-ებად რომ უხმობენ) დიდი გული ჩვენსავე მთავრობასთან თუ ექნებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა