პოლიტიკა

დირექტივებიდან – კონსენსუსამდე

№49

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 09.12, 2024 წელი

ამბები 1.
დაკოპირებულია

ანუ გაწიწმატებული ევროპარლამენტი

გასული კვირის მიწურულს, ბევრი ქადილის შემდეგ, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რის მიხედვითაც, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიც გაყალბებულიაო, ანუ შედეგებს არ ვაღიარებთო, „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის სანქციების გამოცხადებაც მოითხოვეს, სულ ბოლოს კი, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაც დაავალეს. ამ რეზოლუციას მხარი 444-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა (თავს დავდებ გილიოტინაზე, თუ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას აინტერესებდეს ან საქართველოში დემოკრატიის ბედი, ან ზოგადად, საქართველოს ბედ-იღბალი), 72, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, წინააღმდეგი იყო, ხოლო 82 – თავშეკავებული.

ზემოხსენებული რეზოლუცია შეადგინა და წარადგინა ევროპარლმენტის ხუთმა ჯგუფმა: ევროპის სახალხო პარტიამ, სოციალ-დემოკრატებმა, მწვანეებმა, ლიბერალებმა და ევროპელმა კონსერვატორებმა (მე არ ვიცი, მათ პოლიტიკურ პლატფორმებსა და ხედვებს იცნობს თუ არა ჩვენებური საზოგადოება ან თუ არის მათი სიტყვა ავტორიტეტული). სხვათა შორის, რეზოლუციაში აღნიშნულია, (მომყავს ციტატა): „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და სიის პირველი ნომრის, ბიძინა ივანიშვილის როლი საქართველოს „დემოკრატიულ უკუსვლაში და ევროატლანტიკური ორიენტაციისთვის ზიანის მიყენებაში რუსეთისკენ შებრუნების სანაცვლოდ“.

მეორე მხრივ, მაგალითად, უკრაინაში, რომელიც, როგორც ევროპარლამენტარები შენიშნავენ, მტკიცედ ადგას დემოკრატიისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზებს, გასაწვევ ასაკს, სავარაუდოდ, 18-წლამდე დასწევენ (არაერთგვაროვნად ითქვა, რომ დასავლეთი საკმარის შეიარაღებას აწვდის უკრაინას, მაგრამ მათ მებრძოლები არ ჰყოფნითო) და, რაც მთავარია, შეიარაღებისა და ფულის მიწოდება არა უწყვეტი, არამედ სიტუაციურია (რაც, დამეთანხმებით, ომის დროს მეტად და მეტად შემაფერხებელი ფაქტორია, ფაქტობრივად, საზარბაზნე ხორცის ფუნქცია გაქვს). მართალია, ევროპარლამენტის რეზოლუცია მხოლოდ სარეკომენდაციოა (იმიტომ რომ ევროკავშირში ჯერ კიდევ მოქმედებს კონსენსუსის პრინციპი), მაგრამ მაინც უცნობია, რატომ გახელდ-გაწიწმატდნენ ევროპარლამენტარები – იმდენადაც კი, რომ საბჭოთა მოსკოვის დირექტივებსაც გადაასწრეს, იმ განსხვავებით, რომ ისინი კომუნიზმს აშენებდნენ, ესენი კი – დემოკრატიას. ამდენად, ვეჭვობ, იქნებ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვამბობთ, დემოკრატიას და ვგულისხმობთ კომუნიზმს?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა