პოლიტიკა

დიდგულა ორგულა

№16

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 29.04

ამბები
დაკოპირებულია

ანუ „მე გული მქონდა და შენ მოგეცი“?!

თუმცა პოლიტავანსცენიდან კამალა ჰარისი გაქრა და აქამომდე არც ჯო ბაიდენისგან გვსმენია ახალი ამბები, თუმცა ამ უკანასკნელმა სულ ახლახან შეგვახსენა თავი, სახელდობრ, ჩიკაგოში გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას (კონფერენცია ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებს) განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა სოციალური უზრუნველყოფის სისტემას, რაკი მილიარდერმა მასკმა ამ სისტემას უწოდა „უმსხვილესი ფინანსური პირამიდა ისტორიის განმავლობაში“ (თითქოს პრობლემა წოდება იყოს და არა კორუფციული სქემები).

მოგეხსენებათ, ელონ მასკი, ალგორითმებით შეიარაღებული, სახელმწიფო ხარჯების შემცირებაზე მუშაობს. უფრო ზუსტად კი, კორუფციულ სქემებს იკვლევს, რომლებიც, თუ ტრამპსა და მასკს ვერწმუნებით, მეტად საფუძვლიანად იფურჩქნებოდა აშშ-ის ადმინისტრაციის ყველა განშტოებაში.

ჯოზეფ ბაიდენი უფრო შორსაც მიდის, ბუნებრივია, თავისი დასკვნებით (მომყავს ციტატა): „100 დღეზე უფრო ცოტა ხნის განმავლობაში ახალმა ადმინისტრაციამ იმდენი მავნებლობა ჩაიდინა, რომ სუნთქვა მეკვრის.“ ხოლო ეკვრის, ვინაიდან სოცუზრუნველყოფა, მისი თქმით, „წმიდათაწმიდა ვალდებულებაა“. მეტიც, დასძენს, რომ ამერიკელი ხალხი არასდროს ყოფილა ასე გახლეჩილი, როგორც დღესაა და რომ ამომრჩეველთა მხოლოდ 30 პროცენტიღა უჭერს მხარს დონალდ ტრამპს, რომლებსაც, მისი შეფასებით, უბრალოდ „გული არ აქვთ“.

თუ გავიხსენებთ, რომ სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციის დევიზი იყო, ბრძოლა ბოლო უკრაინელამდე, აშკარაა, მას გულიანობის მეტად საინტერესო გაგება ჰქონია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა