პოლიტიკა

დაცვედანებულები

№28

ავტორი: ნინო ხაჩიძე 15:00 21.07

ამბები
დაკოპირებულია

ანუ პენისი – ხაფანგში

გერმანია, ყოველ შემთხვევაში, მისი პირველი პირი, ღრმად პატივცემული ბ-ნი მერცი და ევროდეპუტაცია გერმანიიდან (ვაი, რომ არა მხოლოდ) საქართველოში დემოკრატიაზე ჭმუნავენ (და არა მარტო ისინი), მაშინ, როდესაც თავად გერმანიაში გაუპატიურების საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი ყოფილა (ასე წერს თავად გერმანული „შპიგელი“). ასე განსაჯეთ, ბოლო ხუთ წელიწადში სექსუალური ძალადობის შემთხვევების რაოდენობა 49,5 პროცენტით გაზრდილა და წელიწადში 12 000-ისთვის გადაუჭარბებია.

ამ ამბავს მასობრივსა და უკონტროლო მიგრაციას აბრალებენ. ასეც იქნება, იმიტომ რომ ევროპაში ამჟამად ერთნაირსქესიანთა ქორწინებები არა მხოლოდ მოდურია, წახალისებულიცაა, ანუ ქალების გასაუპატიურებლად ადგილობრივებს სად სცალიათ: იქაური მამაკაცები ერთმანეთზე დაქორწინებას ეშურებიან.

მოკლედ, უჩივიან, რომ (მომყავს ციტატა): „მიუხედავად საგანგაშო სტატისტიკისა, ინსტიტუციური და აკადემიური რეაგირება არ მიუთითებს მიზეზების სერიოზულ ანალიზზე და არც რეფორმაზე.“ შესაბამისად, გაუპატიურებისგან ქალების დასაცავად შემოთავაზებულია (ჩვენ ჯვარი გვწერია, გერმანიის მოქალაქე ქალებისთვის), ეგრეთ წოდებული, ხაფანგი-პრეზერვატივები (ქალებისთვის), რომლებსაც შიდა წვეტები აქვთ და, შესაბამისად, მოძალადის პენისის დაზიანება შეუძლია.

ამდენად, ქალებს მოუწოდებენ, რომ თავდაცვის მიზნით, ყოველი შემთხვევისთვის ამ პრეზერვატივებით იარონ. აქვე დავძენ, მოწყობილობა, თურმე, ძალადობის დაწყებისთანავე აქტიურდება და თავდამსხმელს აზიანებს. ასევე, მოძალადის შემდგომ სამედიცინო იდენტიფიკაციასაც უწყობს ხელსო (ცხადია, დაზიანებული პენისია მთავარი სამხილი).

ოღონდ საქმე ის არის, რომ ეს, ეგრეთ წოდებული, ხაფანგი-პრეზერვატივი ფასიანია, იმიტომ რომ „შპიგელი“ არაფერს ამბობს ამ ახალი პროდუქტის ფასის შესახებ და პირადად მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ერთგვარი კომერციაც იყოს (ბოლოს და ბოლოს, საბაზრო ეკონომიკა არავის გაუუქმებია), მაგრამ იბადება რიტორიკული კითხვა: ნუთუ იმდენად დაცვედანდა ევროპა, რომ მოძალადის დაჭერა მხოლოდ პრეზერვატივის ხაფანგში შეუძლია?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა