პოლიტიკა

დასაზომბ-დასახოცები?!

№5

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ როდესაც ფული არ ყარს...

რაკი ისე მოხდა, რომ, ბრიტანეთივით, ჩინეთის გარშემო ვტრიალებ, შევიტყვეთ, რომ ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია, ავბედითი თუ ავადსახსენებელი, „ასტრაზენეკა“ ჩინეთში, 15-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

ამის შესახებ თავად კომპანიამ ამცნო ფართო საზოგადოებას და იქვე შეგვატყობინა, რომ ეს თანხა 2030 წლამდე უნდა ჩაიდოს. რას მოხმარდება? მედიკამენტების წარმოებას, კვლევასა და ფარმაცევტული ბაზრის გაფართოებას.

აქვე შევნიშნავ, რომ ეს კონკრეტული ინვესტიციაც მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩინეთს ეწვია ბიზნესმენთა დიდ ჯგუფთან ერთად და სიხარულითვე შენიშნა, რომ ეს ინვესტიცია, ანუ „ასტრაზენეკას“ ჩინური გაფართოება დიდ ბრიტანეთში ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის.

ცხადია, მისასალმებელია, თუ ბრიტანელები დასაქმდებიან, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ, ჯერ ერთი, სწორედ ჩინეთის უჰანის ლაბორატორიას უკავშირებდნენ ავბედითი კოვიდის გავრცელებას (თან რომ გააბრიყვეს კაცობრიობა და, ზედაც, მიხოც-მოხოცეს) და, მეორეც, „ასტრაზენეკაც“ გამოუცდელ კოვიდვაქცინებს ასაღებდა, იბადება ეჭვი, ამჯერადაც რამე მსგავსი ფარცაგობის მოწყობას ხომ არ აპირებენ ზემონახსენები კაცობრიობის მორიგ ჯერზე დასაზომბ-მისახოც-მოსახოცად?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი