პოლიტიკა

„დამოკლეს“ ფალოსი

№31

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 12.08

ამბები
დაკოპირებულია

ანუ პრეზიდენტის ასო

სანამ აშშ-ის პრეზიდენტი ვერსიებს ცვლის (ჯერ იყო და, 50-დღიანი ვადა მისცა რფ-ის პრეზიდენტს, თუ ომს არ დაასრულებ, გამანადგურებელ სანქციებს დავაწესებთო, შემდეგ 10-12-დღემდე შეამცირა, სულ ბოლოს კი განაცხადა, რომ სანქციები დიდ ვერაფერს დააკლებსო რუსეთს), სამხრეთ კავკასიაში ვითარება იცვლება და იძაბება. იმას გარდა, რომ სრულიად მოულოდნელად ფრიად გაწონასწორებულმა და ბალანსისკენ მიდრეკილმა ილჰამ ალიევმა მკვეთრ მოძრაობებს მიჰყო ხელი (აშკარად და აგრესიულად დაუპირისპირდა რუსეთს), ნიკოლ ფაშინიანმა, საერთოდაც, აიწყვიტა. სახელდობრ, სომხეთის ეკლესიას, კონკრეტულად კი, გარეგინ მეორეს დაუპირისპირდა და მას ბრალად საერო ცხოვრება დასდო: ცოლიც ჰყავს და შვილიცო.

ბუნებრივია, სომხეთის მოსახლეობის გადასაწყვეტია, რას მოიმოქმედებს, თავისი ეკლესიის სასარგებლოდ თუ საზიანოდ, მაგრამ ამ ყოველივეს, დაახლოებით, ის სურნელი ასდის, როგორიც საქართველოში ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლას, ოღონდ სომხეთში ამ ორომტრიალმა გაცილებით მძაფრი სურნელი აუშვა. მაგრამ, ვფიქრობ, ყველაზე ტრაგიკომიკური მაინც სხვა რამაა: გარეგინ მეორემ, საპასუხოდ, ნიკოლ ფაშინიანს წინადაცვეთილობა დასდო ბრალად, რაზეც სომხეთის პირველმა პირმა საჯაროდ განაცხადა, რომ მზადაა, თავის კაბინეტში ყველა მსურველს აჩვენოს თავისი ასო. მოკლედ, სანამ კავკასიის თავზე დიდი ომის საშიშროება კიდია, სომხეთის პოლიტიკური ბედი, არც მეტი, არც ნაკლები, პრეზიდენტის ფალოსზე გადის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა