პოლიტიკა

დაბოლილები და ვაქცინირებულები

№25

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 29.06, 2021 წელი

დაბოლილები და
ვაქცინირებულები
დაკოპირებულია

„საყვარლისა ეშხითა ღვინო დამილევია“

ამბობენ, რაც სახელოვანია ქირურგი, მით დიდია მისი პაციენტების სასაფლაოო (ექსპერიმენტები მსხვერპლს მოითხოვს), არ ვიცი, არსებობს თუ არა მსგავსი გამონათქვამი ვაქცინების შესახებაც, თუმცა ყველამ ზუსტად ვიცით („ფაიზერის“ დირექტორის სავსებით ლეგალური ინტერვიუდან), რომ კოვიდის ვაქცინები ექსპერიმენტულია, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ აცრა ნებაყოფლობითია (რადგან გინდა, კოვიდის შიშს მოუკლავხარ და გინდა – ვაქცინას, თუმცა ყველას ჯვარი გვწერია). ამ თუ სხვა მიზეზით, როგორც ჩანს, ვაქცინაცია მთლად კოსმოსის ათვისების ტემპებითაც ვერ მიდის მთელ მსოფლიოში, ჰოდა, ყველგან თავისებურ გამოსავალს ეძებენ. ასე, მაგალითად, ვაქცინაციის პროცესის შეფერხების გამო, აშშ-ში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კოვიდვაქცინით აცრის შემდეგ, მსურველებს მარიხუანის, ეგრეთ წოდებული, „ჯოინთი” (მამაპაპურად რომ ვთქვათ, ერთი შეკეთებული) უფასოდ გადაეცეთ.

ეს გადაწყვეტილება აშშ-ის თვით სახელმწიფო კანაფის საბჭოს მიუღია. მეტიც, საცალო მოვაჭრეებისთვის უფლებაც მიუციათ, რომ მონაწილეობა მიიღონ აქციაში „ჯოინთი ვაქცინისთვის“, რათა ზრდასრული აცრილები აცრის შემდეგ დაშხოშიანად დაბოლდნენ.

მაგრამ, რაკი, საბედნიეროდ, ყველა არ ბოლდება, ოჰაიოს შტატმა წამახალისებელ აქციად აცრილებს შორის მილიონი დოლარის გათამაშების აქციაც წამოიწყო.

მე არ ვიცი, რაც მარგებელია, რატომ უნდა სჭირდებოდეს წახალისება, თუმცა აი, ის აზრი კი, რომ ამ სამყაროს ფხიზელი თვალით მტერმა უყურა, დღითიდღე მიმტკიცდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა