პოლიტიკა

დაბალი ღობის გასაჭირი

№36

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 12.09

დაბალი ღობის გასაჭირი
დაკოპირებულია

ანუ ტყვიაუხლებლობა...

თუმცა ჩვენს სახელმწიფოს, ერთი მხრივ, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ედავება, რომ ჯეროვნად არ ვედავებით რფ-ის, მეორე მხრივ, ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი გვიკიჟინებს, რომ არ დაუშვათ რუსეთის გამდიდრება (ანუ სანქციების გვერდის ავლით რუსეთში საქონლის შედინება), არადა, რა ამდენი საქონელი უნდა გაატაროს ლარსის გამშვებმა პუნქტმა, 145-მილიონიანი რუსეთის ეკონომიკა რომ გააძლიეროს?! ამასობაში. „ბერლინერ ცაიტუნგის“ ცნობით, რუსეთიდან გერმანიაში მიმდინარე წელს აზოტოვანი სასუქის იმპორტი, თქვენ წარმოიდგინეთ, 334 პროცენტით გაზრდილა.

ბუნებრივია, იბადება კითხვა, რა აზოტომანია აუტყდა გერმანიას, თან, ამ გაქანებული სანქციებისას?! საქმე ის გახლავთ, რომ, ვინაიდან რუსეთიდან გაზი, ფაქტობრივად, აღარ მიეწოდება, გერმანია იძულებული შეიქნა, აზოტი შეეძინა, იმ მიზეზით, რომ ქარხნები გაუჩერდა. რატომ? იმიტომ რომ ის გერმანული ქარხნები აზოტს რუსული გაზით აწარმოებდნენ (მათ შორის, იმიტომაც, რომ უფრო იაფი ღირდა).

მაგრამ ნუ გადავტეხთ აღშფოთების ჯოხს მხოლოდ გერმანიაზე, ზოგადად, ევროკავშირისთვის რუსეთმა აზოტოვანი სასუქის მიწოდება 2023 წლის ივლისის თვის ჩათვლით, 2022 წელთან შედარებით, 19 პროცენტით გაზარდა.

იმის გათვალისწინებით, რომ აზოტოვანი სასუქი ძვირი სიამოვნებაა, ბუნებრივია, რფ-ის ბიუჯეტი მილიარდობით ევროთი მდიდრდება. ამ ფონზე კი, ცოტა არ იყოს, უცნაურია (რბილად რომ ვთქვათ), ჩვენ გვამუნათებდე (ერთ ყლუპად არ ვეყოფით ჩვენი ბრექიანად) და თავად უსასუქობა ვერ აგეტანოს, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო მილსადენები უმწიკვლო ქალწულივით კვლავ ტყვიაუხლებელია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...