პოლიტიკა

დაავადებული ფული

№11

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 19.03

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ექიმია ადამიანი?!

ის, რომ ზედმეტი მედიკამენტების გამოწერა მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა, ყველამ ვიცით (თქვენ წარმოიდგინეთ, თვით დავარცხნილ-დალაგებულ დასავლეთშიც კი), მეტიც, ზოგადად, ფარმაცევტული ბიზნესი სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ, ჯერ ერთი, წრეში მოგახვედრონ და, რაც მთავარია, თუ ერთხელ მოხვდი იმ საბედისწერო წრეში (და აუცილებლად მოხვდები), ვეღარც გამოხვიდე, ანუ სულ უფრო და უფრო მეტი მედიკამენტი და ექიმის კონსულტაცია დაგჭირდეს. ვინაიდან, ცოდვა გამხელილი სჯობს, მსოფლიო ჯანდაცვის მიზანი ადამიანების განკურნება კი არა სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების გასაღებაა (იმ ავად სახსენებელი კოვიდაცრებისა და პანდემიის არ იყოს), რისთვისაც ჰაერივითაა აუცილებელი პაციენტები (რაც მეტი, მით უკეთესი), მაგრამ, ფულის კეთებაცაა და ფულის კეთებაც.

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გაგვიმხილა, რომ საეჭვო ქვეყნებიდან, გაურკვეველი წარმოშობის ონკოლოგიური მედიკამენტების დანიშვნის სქემაში, სავარაუდოდ, 60 ონკოლოგია ჩართული. ანუ, თუმცა წამლების პირდაპირ მწარმოებლებისგან შესყიდვამ ძვირად ღირებული მედიკამენტების ფასი გაანახევრა, კეთილსინდისიერი დანიშნულების დამწერი ექიმების დეფიციტი კვლავ დეფიციტად დარჩა. მოკლედ, მართალია, ბიუჯეტი მილიონობით ლარით აფინანსებდა ონკოლოგიურ წამლებს (წელს ბიუჯეტი 240 მილიონია), ონკოპაციენტებს მაინც საეჭვო წამლებს უწერდნენ, ანუ რომლებიც ვერ უშველიდნენ. მასალები სამართალდამცავებს უკვე გადაეცა და იმედია, დამნაშავეები დაისჯებიან, მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებს, როგორ აპირებდნენ იმ ფულის საკუთარი კეთილდღეობისთვის მოხმარებას – ქურდობასაც ხომ აქვს მორალი?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული