პოლიტიკა

„ჩვენი გმირები დასცხებენ ზარბაზნებით, თოფებით და ტანკებით“?!

№12

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 29.03, 2022 წელი

ჩვენი გმირები დასცხებენ...
დაკოპირებულია

ანუ დრო ტაიმაუტისა

პირადად ჩემთვის მიზეზი უცნობია (მაქვს ვერსიები, მაგრამ გულში დავიტოვებ, ვინაიდან არც თუ სასიამოვნო მოსასმენია), რატომ გაუათმაგდა „ნატოს“ ჩვენდამი სიყვარული, იმიტომ რომ, მაგალითად, „ნატოს“ გენმდივანმა განაცხადა (მომყავს ციტატა): „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა, უნდა გავაგზავნოთ მესიჯი, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც ვუჭერთ“. და ეს აზრი მას უკრაინის გაკვეთილიდან გამოუტანია (არადა სჯობდა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან გამოეტანათ, იმიტომ რომ, უდიდესი ალბათობით, უკრაინის ინტერვენციას თავიდან ავიცილებდით, ვინაიდან ვხედავთ, რომ სანქციების პაკეტსაც კი გზადაგზა შეიმუშავებს დასავლეთი). ისევ ციტატას მოვიშველიებ: „გაკვეთილი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან უნდა ვისწავლოთ, არის ის, რომ იმ ქვეყნებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც რისკის ქვეშ ახლა იმყოფებიან. მათ ახლა უნდა დავეხმაროთ და არა სამხედრო ინტერვენციის შემდეგ (ანუ აქვთ ინფო, რომ რუსეთი საქართველოში შემოჭრას გეგმავს?!).

მის პარალელურად, აშშ-ელმა კონგრესმენებმა (სტივ კოენი, კონგრესმენი ჯო უილსონი, კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი) წერილი გაუგზავნეს თავიანთ პრეზიდენტს და საქართველოსთვის „ნატოს“ არაწევრი მთავარი მოკავშირის (MNNA) სტატუსის მინიჭება სთხოვეს. ერთი შეხედვით, შესაშური დაპირებაა, რომ არა ერთი მაგრამ (რასაც კონგრესმენები თავიანთ წერილშიც აღნიშნავენ): „ეს არ ავალდებულებს აშშ-ს სამხედრო მოქმედებებს. რაც მთავარია (ოღონდაც დასავლეთისთვის): „საქართველოსა და უკრაინის „ნატოში“ გაწევრიანების საკითხზე აშშ-ის ძლიერი და პროაქტიული მხარდაჭერის გარეშე, პუტინი შეძლებს მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვებას საკუთარი განზრახვის შესასრულებლად – თავდაყირა დააყენოს ევროპის უსაფრთხოება და თანამშრომლობა და სისრულეში მოიყვანოს თავისი ნეოკოლონიალური ზრახვები.“ ანუ კი არ ვაწევრიანებთ, უკრაინისა და საქართველოს ხარჯზე შევაჩერებთ პუტინის ნეოკოლონიურ განზრახვებსო?!

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 30 წელია, სახელდობრ ჩვენ საზარბაზნე ხორცის როლს ვასრულებთ, ვფიქრობ, დროა, ტაიმაუტი ავიღოთ...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა