პოლიტიკა

ბირთვული თამაშები

№32

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 15.08, 2023 წელი

ბირთვული თამაშები
დაკოპირებულია

ანუ ბაწკა გამამაცებულა

ბევრი იფიქრა თუ ცოტა, რფ-ის პრ-მა ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება განიზრახა და სისრულეშიც მოიყვანა. თუმცა, როგორც ევროპის უკანასკნელ დიქტატორად შერაცხილი ალ. ლუკაშენკო აცხადებს, ბელარუსში ბირთვული შეიარაღების ჯერჯერობით მხოლოდ ნახევარია შეტანილი და იქვე დასძენს, ღმერთმა არ ქნას, მისი გამოყენება საჭირო გახდესო.

მეტიც, ამატებს (ციტატას მოვიხმობ): „ჩვენ არავის ბოსტანში არ ვძვრებით, მაგრამ ჩვენთანაც ნუ მოძვრებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ საკუთარ თავსა და საკუთარ უსაფრთხოებას ჩვენი მეგობრების დახმარებით.“

და ამ აქტსა და ფაქტს, ატომური ელექტროსადგურის არსებობასთან ერთად, უსაფრთხოების ფაქტორს უწოდებს. რატომ? იმიტომ რომ (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „ბირთვულ ქვეყანას ჯერ არავინ დასხმია თავს“ და, ცხადია, ბირთვული იარაღით შეგულიანებული აცხადებს, რომ ემზადებიან, ნებისმიერ მომენტში დაიცვან ქვეყანა.

მე არ ვიცი, რა შორსმიმავალი განზრახვა ამოძრავებს პრ. პუტინს, მაგრამ ბელარუსის ტერიტორიის შეამხანაგება ბირთვული იარაღის განსათავსებლად (თან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბირთვული იარაღის გადატან-გადმოტან-განთავსება ცოტა რთული პროცესია), ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ უნდა იყოს მიღებული. მათ შორის შესაძლოა, პირდაპირი ბირთვული პასუხის რუსეთის ტერიტორიისგან ასარიდებლად. მაგრამ იმედია, არ ახდება ჩეხოვისეული შეგონება: რომ პირველ აქტში კედელზე დაკიდებული თოფი, მეორეში აუცილებლად გაისვრის...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა