პოლიტიკა

ბირთვულად დაკუნთულები

№35

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 02.09

ამბები
დაკოპირებულია

ანუ გამობავშვების სენით შეპყრობილები

თუმცა ჩვენ კვლავ ბავშვებად ვრჩებით (საუკეთესო შემთხვევაში, თორემ გვარიანი გონებასუსტობის ნიშნები იკვეთება ჩვენ მიერ პროცესების ემოციური შეფასებისას, სხვა, უბრალოდ, არ ვიცით ან არ შეგვიძლია), მაგრამ, წესითა და რიგით, რუხი და თეთრი ნივთიერება მათ მაინც უნდა უჩხრიალებდეთ ტვინებში, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, რა თქმა უნდა, მსხვილ-მსხვილს, ანუ გეოპოლიტიკურს.

მაგრამ, ვფიქრობ, მთლად სანუგეშოდაც არ გვაქვს საქმე (ანუ ყველას შეეყარა გამობავშვების სენი). მაგალითად, გასულ კვირას The New York Times-მა გვაცნობა შემდეგი: „მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რომ მარტში აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საიდუმლო დოკუმენტს, ეს იყო სტრატეგიული ბირთვული გეგმა რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან შეჯახების შემთხვევაში. პენტაგონი სერიოზულად შეაშფოთა პეკინის მიერ ბირთვული იარაღის რაოდენობის გაზრდამ.” უცნაური ისაა, რომ მსგავსი საიდუმლო ინფორმაცია მედიასივრცეში მოხვდა და არანაკლებ მნიშვნელოვანი – რომ აშშ-ის მიზანი აწ აღარ ყოფილა ბირთვული შეკავება, არამედ ის, თუ რას მოიმოქმედებს, თუკი რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილო კორეას ბირთვულად შეეჯახება.

რაც მთავარია, ამ დოკუმენტის (ანუ ბირთვული შეჯახების შემთხვევაში მოქმედების) მიზეზად პენტაგონის შეშფოთება ქცეულა ჩინეთის ბირთვული არსენალის ზრდის გამო; მეტიც, უახლოეს ათწლეულში ჩინეთის ბირთვული არსენალი ზომითა და მრავალფეროვნებით გაუტოლდება აშშ-ისა და რუსეთის ბირთვულ მარაგებსო.

მეორე მხრივ, ვფიქრობ, მსგავსი საიდუმლო დოკუმენტები შემთხვევით ვერ გამომზეურდება, თუ მის მიერ ფართო საზოგადოების ყურამდე მიტანას მიზანი არ აქვს (და სიმართლე გითხრათ, იმაშიც კი მეპარება ეჭვი, მართლაც მოეწერა თუ არა ხელი მსგავს დოკუმენტს, თანამედროვეობაში სახეცვლილი სიტყვის თავისუფლების გამო) და ამ მიზნად ჩინეთთან დაპირისპირების საბაბ-მიზეზების ძებნას ვვარაუდობ, ვინაიდან, მართალია, დასავლეთის საზოგადოებასაც გვარიანად ურეცხავენ ტვინებს მედიასაშუალებებით, მაგრამ დემოკრატიისგან რაღაც მაინცაა დარჩენილი და საზოგადოების მხარდაჭერა აუცილებელია მსხვილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას (მსხვერპლსა და ომს რომ უკავშირდება) და თუმცა ჩემთვის უცნობია, როგორ უნდა დაუპირისპირდეს აშშ რფ-ს, ჩრდილო კორეასა და ჩინეთს (მით უფრო, თუკი ამ სამის ბირთვული არსენალი შთამბეჭდავი და პერსპექტიულია), ერთად აღებულს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აჯობებდა, კოსმოსში (უბრალო მოკვდავთაგან შორს) გაჭრილიყვნენ და იქ უშუალოდ ერთმანეთზე გამოეცადათ თავიანთი ბირთვული კუნთების სიდიდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა