პოლიტიკა

ბიჭების დამწიოკებელი

№39

ავტორი: ნინო ხაჩიძე 17:02 09.10

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ზღართანმოდენილები

გასულ კვირას რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცე დაარღვიეს და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა (ქ-ნმა დოვილე შაკალიენემ) მოუწოდა, ჩამოაგდონ რუსული ავიაგამანდაგურებლები, რომლებმაც „ნატოს“ საჰაერო სივრცე დაარღვიეს, ბუნებრივია, იბადება კითხვა, თავად რატომ არ ჩამოაგდეს ან რატომ არ გადაეფარა თავისი სამშობლოს ცას ჩვენთვის ცნობილი ქ-ნი რასა იუკნევიჩიანე, რომელიც ხშირად წიწმატდება ხოლმე, რას მიქვიან, რუსეთს ყელში არ ეცემითო.

როგორც ჩანს, მსგავსი აზრები თავად დონალდ ტრამპსაც მოუვიდა თავში და ბალტიისპირელ პოლიტიკოსებს ურჩია, რომ თავდაცვისთვის უკეთ მოემზადონ (შეიძლება, ითქვას, რომ გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპელები ისე დააწიოკა, როგორც ლუარსაბი აწიოკებდა ხოლმე თავის ბიჭებს დარეჯანის გულის მოსაგებად).

უფრო მეტიც (მოვიშველიებ ბ-ნი ტრამპის ციტატას): „ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის მეზობლები არიან, ამერიკისთვის არანაირი მნიშვნელობა ან ღირებულება არ აქვთ. ჩვენ იმ ფულს, რომელიც ადრე ბალტიისპირეთის დაცვაზე ვხარჯავდით, ჩვენს შიდა ხარჯებზე დავხარჯავთ. მათ უნდა ისწავლონ საკუთარ თავზე ზრუნვა.“

ბუნებრივია, მე არ ვიცი, რას ისწავლიან ბალტიისპირელები, გარდა სამ ხმაში ჩვენი ლანძღვისა, მაგრამ ფაქტად რჩება (თუმცა მეეჭვება, რუსთაველი გაგონილი მაინც ჰქონდეთ), რომ სხვა სხვის ომშია ბრძენი და, რაც მთავარია, სხვას რომ უთხრი, იმ ორმოში, ადრე თუ გვიან, თავად მოადენ ზღართანს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა